x
image
worldsport.ge
ქართველი 17-წლამდელები ყაზახებს “ბენდელაზე” უმასპინძლებენ

imageსაქართველოს 17 წალმდე ფეხბურთელთა ნაკრები, რომელსაც ნოდარ აკობია წვრთნის, ყაზახ თანატოლებთან ორივე ამხანაგურ მატჩს საფეხბურთო სკოლა “საბურთალოს” სტადიონ “ბენდელაზე” ჩაატარებს. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესამსახური იუწყება.
პირველი შეხვედრა 13 თებერვალს გაიმართება, ხოლო მეორე – 15 თებერვალს. ორივე სპარინგი 13 საათზე დაიწყება.
გამომდინარე იქიდან, რომ ის ფეხბურთელები, რომლებიც 17-წლამდელთა ბირთვს შეადგენენ, თავის კლუბებში შეკრებას გადიან, აკობია ყაზახებთან მატჩებს ნაკრების სხვა კანდიდატებზე დაკვირვებისთვის გამოიყენებს.
სხვათა შორის, საქართველოსა და ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციები შეთანხმებული არიან, რომ ყოველ წელს, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების დონეზე ამხანაგური მატჩები ჩაატარონ.
ლაშა თაბაგარი

ხატია ჯიჯეიშვილის ფოტო

www.worldsport.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0