x
image
worldsport.ge
“კობიმ” შესაძლოა კარიერის დასრულება ერთი წლით გადადოს

imageბერლინის “ჰერტას” მცველი ლევან კობიაშვილი კიდევ ერთი წელი კარიერის გაგრძელებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან ავტორიტეტულ გერმანულ გამოცემა Bild-თან საუბარში განაცხადა.
“ახლა თამაშისგან ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ. ისეთი სურვილით ვთამაშობ და თან ყველაფერი გამომდის, რომ ამ მომენტში ძალიან ადრეა იმის თქმა, რომ ზაფხულში კარიერას ნამდვილად დავასრულებ. ვერ წარმომიდგენია, რომ რამდენიმე თვეში ამ სიამოვნებას მიღების საშუალება აღარ მექნება. ახლა ისე წარმომიდგენია, რომ შესაძლოა ერთი წელი თამაში კიდევ გავაგრძელო” – თქვა კობიაშვილმა.
ბერლინელთა მენეჯერმა მიხაელ პრეეტცმა კობიაშვილს ქება არ დააკლო:
“კობი” სამაგალითო ფეხბურთელია. ყოველთვის, როდესაც საჭიროა, ის თავის საქმეს საუცხოოდ აკეთებს. მას ვარჯიში ერთი წუთითაც არ გაუცდენია. ის ყველასთვის მაგალითის მიმცემია და “ჰერტასთვის” ასეთი ფეხბურთელის ყოლა იღბლიანობაა”.
36 წლის კობიაშვილი, რომელსაც ბუნდესლიგაში 342-ჯერ უთამაშია, სხვადასხვა გამოცემებთან ინტერვიუში აცხადებდა. რომ მიმდინარე სეზონი მის კარიერაში ბოლოა. თუმცა, ამჟამად, ასე აღარ ფიქრობს. თუ მან “ჰერტაში” მომავალ სეზონშიც ითამაშა, შანსი აქვს, რომ პერუელი კლაუდიო პისაროს რეკორდი (360) გააუმჯობესოს, რომელსაც ლეგიონერებს შორის ბუნდესლიგაში ყველაზე მეტჯერ უთამაშია.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
6
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0