x
image
worldsport.ge
ნასრიმ ვარჯიში განაახლა

image“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა სამირ ნასრიმ ტრავმა მოიშუშა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშს შეუდგა. ექიმთა თავდაპირველი პროგნოზით, ფრანგს იანვარში მიღებული ტრავმის გამო 8 კვირა უნდა დაესვენა, მაგრამ აღდგენითმა პროცესმა მოსალოდნელზე სწრაფი ტემპით განვლო.
“ნასრი და ხავი გარსია გუნდთან ერთად ვარჯიშობენ. “სანდერლენდთან” ნამდვილად არ ითამაშებენ, მაგრამ არის შანსი, რომ “ჩელსისთან” მატჩში მოედანზე გავიდნენ”, - განაცხადა “ქალაქელთა” თავკაცმა მანუელ პელეგრინიმ “სკაი სპორტსის” ეთერში საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ნასრიმ მუხლის ტრავმა 12 იანვარს მიიღო და მას შემდეგ აღარ უთამაშია.



ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

0
5
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0