x
image
worldsport.ge
“ატლეტიკოსთან” რობინიოს გარეშე

image“მილანის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 19 თებერვალს მადრიდის “ატლეტიკოსთან” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში რობინიო ვერ ითამაშებს. ბრაზილიელის უთამაშებლობის მიზეზი მარცხენა ბარძაყის კუნთის ტრავმაა.
რობინიომ დაზიანება სერია A-ს ბოლო ტურში “ნაპოლისთან” დაპირისპირებისას მიიღო. ექიმები ვერ აკონკრეტებენ, როდის დაუბრუნდება მინდორს რობინიო, თუმცა, მათივე განცხადებით 19 თებერვლამდე მის “ფეხზე დაყენებას” ვერ მოახერხებენ.
მიმდინარე სეზონში იტალიის პირველობასა და ჩემპიონთა ლიგაზე რობინიომ 24 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და პარტნიორების მისამართით 5 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

გოჩა კაჭარავა

www.worldsport.ge

0
20
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0