x
image
მანჩო 777
ავტომანქანა Porsche Panamera GTS მარია შარაპოვას დიზაინით
სოჭაში ოლიმპიური თამაშების პარალელურად მიმდინარეობს უამრავი გასართობი და კომერციული ღონისძიებები. ყველა ცნობილ ფირმასა და ბრენდს სურს გაიბრწყინოს და თავისი სიახლეები წარმოაჩინოს ამ ფორუმზე. არც Porsche ჩამორჩა სხვებს და მოაწყო პრეზენტაცია სუპერავტომობილისა Panamera GTS,

image

რომლის დიზაინის შექმნაშიც მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვლავმა მარია შარაპოვამ. სხვათაშორის, მარია წარმოშობით სწორედ სოჭიდანაა.

image


ეს უნიკალური Panamera ნათელი მაგალითია იმისა, თუ ექსკლუზიური სერიული ავტომობილი როგორ შეიძლება გადაიქცეს ხელოვნების ნიმუშად.

image

თავად მარია შარაპოვამ კი აი რა თქვა ინტერვიუში:"Porsche Panamera GTS-ს შექმნაში და კომპლექტაციაში მონაწილეობის მიღება ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. მე მომეცა შესაძლებლობა რეალიზება გამეკეთებინა ჩემი დიზაინერული ნიჭისათვის და ბევრი რამ შემემუშავებინა საკუთარი გემოვნებით.

image

მე ჩემს თავში მხოლოდ სპორტსმენს კი არ ვხედავ, არამედ დიზაინერსაც. უკვე მქონდა საშუალება შემექმნა აქსესუარების კოლექცია, მემუშავა ტანსაცმლის და საკონდიტრო ნაწარმის დიზაინზეც კი, მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ამ სიას ავტომობილსაც დავამატებდი, თანაც ისეთი მაღალი კლასისას, როგორიცაა Porsche. ეს არის დიზაინის სამყაროს და ინდივიდუალური შესაძლებლობების გენიალური სინთეზი, "-აღნიშნა ჩოგბურთის ვარსკვლავმა.

imageimageimageimageimageimageimageimageimage








0
76
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0