x
image
worldsport.ge
ფაბიანსკი “არსენალს” დატოვებს

imageლონდონის “არსენალის” პოლონელმა მეკარემ ლუკაშ ფაბიანსკიმ განაცხადა, რომ არსენ ვენგერის გუნდში დარჩენას აღარ აპირებს.
28 წლის მეკარე ლონდონურ კლუბში 2007 წლიდან ირიცხება, მაგრამ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და წელს პრემიერლიგის ერთ მატჩშიც კი არ მიუღია მონაწილეობა. მიმდინარე სეზონში ფაბიანსკიმ მხოლოდ ოთხ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა - ორჯერ ქვეყნის და ორჯერ ლიგის თასზე. მისი მოქმედი კონტრაქტის ვადა ზაფხულში იწურება და ფაბიანსკიმ მის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა.
“მსურს, რომ პირველი ნომერი ვიყო კლუბში და პოლონეთის ნაკრებში. ლონდონში ბევრი რამ ვისწავლე და გადავიტანე როგორც კარგი, ასევე მძიმე პერიოდები. მაგრამ ახლა “არსენალთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი ვთქვი და მზად ვარ ახალი წინადადებების განსახილველად, როგორც ინგლისიდან, ასევე მისი ფარგლების გარედან” - განუცხადა Sky Sports-ს ფაბიანსკიმ.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
13
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0