x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ყველაზე უცნაური და კურიოზული სიკვდილის შემთხვევები
ჰელოვინის კოსტიუმისიკვდილზე ზოგადად არ ხუმრობენ, მაგრამ არის შემთხვევები, რომელთა გაგონებაზეც სახეზე გაოცება ან ღიმილი გამოგვესახება.ქვემოთ წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:


1.პიტსბურგელმა 73 წლის ქალბატონმა შემთხვევით ჩამოიხრჩო თავი.საქმე ისაა, რომ მას სახლის გასაღები კისერზე ჰქონდა ჩამოკიდული და ერთხელაც, როდესაც კარს აღებდა, გასაღები უკვე საკეტში ჰქონდა მოთავსებული, ფეხი აუსრიალდა და იატაკზე დაეცა.


2.ინგლისელი მწერალი არნოლდ ბენეტი (1867-1931) შეეცადა მეგობრებისათვის დაემტკიცებინა, რომ პარიზის ონკანის წყალი სრულიად უსაფრთხო და უვნებელი იყო, რისთვისაც მან მეგობრების თანდასწრებით დალია ერთი ჭიქა პარიზის ონკანის წყალი. მწერალი რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა ტიფით.


3.ერთ-ერთი გაზეთის ცნობით, ბრაზილიელი ნათან დო ნასიმენტო თევზაობის დროს გარდაიცვალა, მას 15 სანტიმეტრიანი თევზი პირში ჩაუხტა.



4.ქურდმა სახელად ტერენს ადამსმა შემთხვევით თავი ჩამოიხრჩო:იგი ნიუ-იორკის ერთ-ერთ ბუტიკში შეღწევას ცდილობდა სახურავიდან, ჩახტომის დროს იგი მეტალის ნატეხს წამოედო პულოვერით.


5.ბედი ნამდვილად არ ჰქონია 5 წლის ჩინელ პატარა ბიჭუნას, რომელიც მაღალი შენობის მე-17 სართულზე იმყოფებოდა მისი ჩამონგრევისას, მიუხედავად იმისა, რომ ნგრევას გადაურჩა, მას სისხლის გადასხმა დასჭირდა, დონორი კი აივ-შიდსით დაინფიცირებული გამოდგა.


6. 2001 წლის მაისში მალაიზიაში ორი ფეხბურთელი გარდაიცვალა თამაშის დროს მეხის დაცემით.თუმცა ისინი პირველები არ ყოფილან, ერთი კვირით ადრე კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიღუპა იგივე მიზეზით მახლობელ სოფელში.

4
1792
7-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
1792
  
2014, 15 თებერვალი, 21:24
აი პატარა ბიჭის სიკვდილი რაღაც ვერ მეჩვენა სასაცილოდ....
2014, 9 თებერვალი, 23:07
დრო და შემთხვევა
2014, 9 თებერვალი, 23:03
კიდევ კარგი, რომ ვნახე..ახლა დავიწყე ამის თარგმნა:)
2014, 9 თებერვალი, 23:01
ცუდია შემთხვევით რომ მოკვდე;(
0 1 4