x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134380
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
უცნაური სასტუმრო მდინარე ამაზონზე
უცნაური სატუმრო კომპლექსი “Ariau Amazon Towers'' მდებარეობს მანაუს, ბრაზილიის ჩრდილო-დასავლეთით 35 მილის დაშორებით სადაც მდინარე ამაზონი ერთვის რიუ-ნეგრუს. სასტუმრო განლაგებულია უზარმაზარ ხეებზე, სადაც არის ხის კოშკები, რომელთგან ყველაზე მაღალია თაფლობის თვის გასატარებელი კოშკი, ის 60 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და სიმბოლურად “შეყვარებულ ტარზანს'' უწოდებენ. გასათვალისწინებელია, რომ სასტუმროს მშენებლობის დროს არცერთი ხე არ მოჭრილა. ნომრები სასტუმროში მაღალ სიმაღლეზეა განთავსებული, ამის განმაპირობებელი ძირითადი მიზეზი არის წყალი, რომელიც წვიმების სეზონზე მთლიანად ფარავს ადგილს. ყველაზე არასასურველ სეზონზე წყლის დონე იქ 20-25 მეტრით იმატებს, მეორე განმაპირობებელი მიზეზი ცხოველები არიან. ამაზონიის მიმდებარე ტერიტორია მდიდარია თავისი ფლორითა და ფაუნით, რაც ზოგჯერ სახიფათოც კი ხდება. აქ არსებული ველური ბუნება და მათი წარმომადგენლები შირად აკვირვენენ ტურისტებს. არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ თქვენ მიმართ დამიზნებული იყოს მაიმუნის მიერ ნასროლი ბანანი ან სხვა ტროპიკული ხილი.

კოშკიდან კოშკში, საკონფერენციო დარბაზში და რესტორანში სტუმრები გადადიან სპეციალურად შეერთებული ერთმანეთთან დაკიდული ხიდებით. ამ სასტუმროში საცალფეხო გზაზე ჩაბღაუჭებულები გადასულან ისეთი ცნობილი ფიგურები როგორებიც არიან ბილ კლინტონი, ლათინური ამერიკის ქვეყნების თითქმის ყველა პრეზიდენტი, გერმანიის პრეზიდენტი რომან ჰერცოგი. აქ მცხოვრებნი შეიგრძნობენ ველური ბუნების სიდიადეს: ესმით ჩიტების ჭიკჭიკი და ჰარმონიული ხმები, მაკაკების ხმაური, ნიანგების კბილების კრაჭუნი და ა.შ.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით სატუმრო კომპლექსი “Aeiau Amazon Towers'' არის ტურისტებისთვის და განსაკუთრებით კი ეკოტურისტებისთვის ეგზოტიკური დასვენების საშუალება.

სასტუმრო ნომრები აქ არის მაღალი დონის. ჩვეულებრივი ნომრები არის კომფორტული და კონდინციონერით აღჭურვილი, აქ არის ნომრები შეძლებული ტურისტებისთვის რომელსაც უწოდებენ “იმპერატორულ კოშკს'', სასტუმროში ასევე არის დედამიწიდან 4 მეტრის სიმაზლეზე არსებული ორი საცურაო აუზი. აქ ასევე შეხვდებით მაღალკვალიფიციურ გიდებს, რომლებიც სხვადასხვა ენაზე საუბრობენ და სტუმრებს სთავაზობენ მაღალი კლასის მომსახურებას.


აქ გატარებული დრო ტურისტებისთვის არის ექსტრემალური, ეგზოტიკური, მაქსიმალური სიამოვნებისა და ველურ ბუნებაში განტვირთვის საუკეთესო საშუალება. ამავდროულად შეყვარებული წყვილებისთვის, რომელებ
საც ეგზოტიკა იზიდავს საოცნებო თაფლობის თვის გასატარებელი ადგილი.


image

image


imageimage


0
122
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმარიამიძე1993
მარიამმარიამიძე1993
122
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0