x
image
კატაპულტი
რა მიზნები აქვს ბიძინა ივანიშვილს?!
imageბიძინა ივანიშვილი უკვე 2 წელიწადია რაც პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთო.მის სახელს უკავშირდება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცხრაწლიანი ხელისუფლებაში ყოფნის დასასრული. თუმცა მისი სახელი საზოგადოებისათვის მანამდეც კარგად იყო ცნობილი, როგორც აქტიური ფინანსური მხარდამჭერი ხელოვანებისა, მსახიობებისა და ვინც არ იცის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისაც" 2007 წლამდე.მთელმა საქართველომ იცოდა, რომ მისი მშობლიური საჩხერის მაცხოვრებელთა პირობები ბევრად უმჯობესი იყო, ვიდრე დანარჩენი მოქალაქეებისათვის, იგულისხმება უფასო ჯანდაცვა, ახლად შექმნილი ოჯახებისათვის ფულადი და ხშირ შემთხვევაში ფულადი დახმარებები.


რა მოხდა მას შემდეგ, რაც მილიარდელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა?


ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკაში მოსვლისას მის გარშემო შემოიკრიბა ბევრისთვის არც თუ სასიამოვნო ფიგურები.(რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ყველას)

ბიძინა ივანიშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ თავად შეარჩია და დანიშნა თავისი შემცვლელი, რომელიც ადასტურებს, რომ იგი ყოველთვის გაითვალისწინებს მისი წინამორბედის რჩევა-დარიგებებს.აშკარაა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ივანიშვილის დასახული კურსით განაგრძობს სვლას.



რა მიზანი ჰქონდა და აქვს ბიძინა ივანიშვილს?


ბიძინა ივანიშვილის მთავარი მიზანი იყო ყოფილი ხელისუფლების შეცვლა.ხოლო შემდეგ თავისი სურვილისამებრ მთავრობის დაკომპლექტება.თუმცა მისი ქმედებები არაერთხელ იქნა გაკრიტიკებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რაც არცთუ ისე სასიამოვნო აღმოჩნდა ყოფილი პრემიერისათვის. სწორედ ამიტომ საჭიროდ ჩათვალა ივანიშვილმა, რომ შეექმნა არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქე", რომლის დანიშნულება, მისივე განმარტებით, ოპონირებას გაუწევს მთავრობის საქმიანობას. გამოდის, რომ ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია გააკონტროლებს მის მიერვე შექმნილი მთავრობის წევრების გადაწყვეტილებებს.საკითხავია, რამდენად მკაცრად იქნება “მოქალაქის" გაჟღერებული მოვალეობა შესრულებული.ყოფილი პრემიერ-მინისტრის საზოგადოებაში დიდი ავტორიტეტის ქონის გათვალისწინებით, “მოქალაქემ", სავარაუდოდ, უნდა გადაფაროს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნები მთავრობისადმი, რაც ხელისუფლების მუშაობას მოქალაქეების თვალში უფრო დადებითად გამოაჩენს, თუ ახლადდაფუძნებულმა ორგანიზაციამ პირნათლად არ შეასრულა თავისი დანიშნულება.

0
119
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0