x
image
მანჩო 777
ხუთი ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი ფორმა სხვადასხვა ქვეყნების ოლიმპიური ნაკრებებისა
გუშინ სტარტი აიღო სოჭის ოლიმპიურმა თამაშებმა. ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალი უზარმაზარ პოდიუმს ჰგავს, სადაც თითოეული გუნდი ახდენს თავისი ფორმის დემონსტრირებას, იწვევენ რა მაყურებელში ან აღტაცებას, ან ზიზღსა და დაცინვას.

ბევრი გუნდისათვის ტანსაცმელს ცნობილი დიზაინერები კერავენ, ზოგიერთისა კი მხოლოდ სიცილს მოგვგვრის. მოდით, ვნახოთ, ვინ გამოიჩინა თავი და ვინ ჭამა სირცხვილი თავისი გუნდის ფორმებით.

image

ნაკრებების საუკეთესო ტანსაცმელი.


1.საფრანგეთი.

image

აქ გასაოცარი არაფერია-საფრანგეთის ნაკრები ყოველთვის ღირსეულად გამოიყურება, მაგრამ ამჯერად Lacoste-ს ძალისხმევით ისინი კარგები იყვნენ, როგორც არასდროს.


2. შვედეთი.

image

H&M-ის უბრალო და ჯანსაღი დიზაინი ჩრდილოელებს ძალიან მოუხდათ.


3.ნორვეგია.

image

სიაში კიდევ ერთი სკანდინავიური ქვეყანაა. რატომ? იმიტომ, რომ ისინი კლასიკას მისდევენ. აი ნორვეგიელების შესანიშნავი ფორმა.


4.ესტონეთი.

image

წელს ესტონეთი ჩრდილიდან გამოვიდა. აი ასეთი ხალისიანი ფერებია მათ კოსტიუმებში.



5.აშშ.

image

ზაფხულის ოლიმპიადაზე ჩავარდნის შემდეგ ამერიკამ მშვენივრად აიღო რევანში.





ველაზე ცუდი ფორმები.


1.რუსეთი.

image

დიახ, ქვეყანამ, რომელიც ოლიმპიადის მასპინძელია, ნორმალურად არ იზრუნა, რომ მის ნაკრებს კარგი ფორმა ცმოდა.


2.გერმანია.

image

ყველასაგან გამორჩეოდა "მოდური" გერმანია. მათი კოსტიუმები უფრო ჰალუცინაციებს ჰგავდა.


3.ლატვია.

image

ამ ქვეყნის ნაკრების წევრები ისე გამოყურებიან, თითქოს სვიტერი, კაშნე და ქურთუკი ბებიასგან ინათხოვრეს.


4. ლიტვა.

image

ნეტავ როგორ მოუვიდათ აზრად ამ კოსტიუმის შემქმნელებს, ტანსაცმლის მოდელი აეროპორტის მოსამსახურეების ფორმისაგან გადმოეღოთ.


5.ჩეხეთი.

image

რომ არა ეს ბეწვის ქუდი, ამ ფორმას კიდევ არა უშავდა რა.

0
235
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
235
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0