x
image
worldsport.ge
ჰიდინკი პსვ-ში კონსულტანტად დანიშნეს

imageცნობილი ჰოლანდიელი საფეხბურთო სპეცილისტი გუს ჰიდინკი პსვ-ს სამწვრთნელო შტაბის კონსულტანტად დანიშნეს. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ეინდჰოვენელთა მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ კოკუმ განაცხადა.
ჰიდინკი პსვ-ში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იმუშავებს. კოკუს განცხადებით, 67 წლის მწვრთნელი გუნდის სავარჯიშო პროცესს მინიმუმ კვირაში ერთხელ დაესწრება. აქვე გეტყვით, რომ ჰიდინკს ეინდოვენელთა თავკაცად 1984-1987, 1987-1990 და 2002-2006 წლებში უმუშავია.
ამჟამად, პსვ-ს ჰოლანდიის ერედივიზიონში 32 ქულით მე-7 ადგილი უკავია.

ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
6
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0