x
image
worldsport.ge
"ლოკომოტივმა" "ერკულეს B"-ს 3:1 სძლია

imageესპანურ შეკრებაზე მყოფმა თბილისის "ლოკომოტივმა" ალიკანტეს "ერკულეს B"-ს ტესტ-მატჩში 3:1 მოუგო. შეხვედრა ესპანურ ლა ნუსიას სპორტკოპლექსის მოედანზე გაიმართა. ანგარიში ესპანელებმა გახსნეს, კერძოდ, მე-9 წუთზე კიფუმ გაიტანა. 10 წუთში ქართველებმა კონტრშეტევა დაასრულეს გოლით: დავით ჯიქიას პასის შემდეგ ლუკა კიკაბიძემ გაათანაბრა. 32-ე წუთზე გიორგი გოროზიამ საჯარიმო ზუსტად შეასრულა და "ლოკომოტივი" დააწინაურა, ხოლო ბოლო ბურთი ჯიქიამ მიითვალა 88-ე წუთზე, როცა 16-17 მეტრიდან შორეულ კუთხეში დაურტყა მეკარეს.
ვასილ მაისურაძის გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო: მიქავა (საჯაია), მთივლიშვილი (ჩიტეიშვილი), ჭანტურია, სანდოხაძე (გაბაძე), უბილავა, აბურჯანია, გოროზია (წივწივაძე), დუმბაძე (სულთანიშვილი), კიკაბიძე (არაბიძე), ჯიქია, ზარანდია (მზევაშვილი).
სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობაც ქართველებისა იყო. პირველ ტაიმში ჯიქიას ორი მომენტი ჰქონდა: ერთხელ მეკარემ აუღო, მეორედ კი გოროზიას პასის შემდეგ ააცილა. იმ მოკლე მონაკვეთში, როცა "ლოკომოტივი" აგებდა, ზარანდიას ჰქონდა შანსი – მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ კუთხე მახვილი იყო და გოლკიპერმა მისი დარტყმული მოიგერია.
"ლოკომოტივი" ესპანეთში კიდევ ერთ მატჩს ჩაატარებს: 8 თებერვალს შეხვდება ჩინეთის "ტედა ტიანჯინს", რომელსაც წარსულში ცნობილი ჰოლანდიელი ფეხბურთელი არი ჰაანი წვრთნის. 9 თებერვალს "ლოკომოტივი" თბილისში გამოემგზავრება.

ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
6
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0