x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ვერა ქობალია და მიხეილ სააკაშვილი დანათესავდნენ

image
























რამდენიმე წლის წინ ახალგაზრდა გოგონას დანიშვნამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითერების მინისტრად დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ჟურნალმა "რეიტინგმა" ვერა ქობალია "პრეზიდენტის ნაშებისა და ფავორიტების" სიაშიც შეიყვანა.

კიდევ ერთი სკანდალი მის ფეხმძიმობას უკავშირდებოდა, image როდესაც დაკითხვაზე მისულმა ვერამ განაცხადა 5 თვის ფეხმძიმე ვარო. საზოგადოება საგონებელში ჩავარდა, ხან ვის მიაწერდნენ მისი შვილის მამობას და ხან ვის. ვერას შვილის მამა არქიტექტორი დავით კურცხალია გახლავთ. წყვილმა ერთმანეთი ზამთარში, გუდაურში, საერთო მეგობრების წყალობით გაიცნო და რომანიც მალე გაჩimageაღდა.

ანასტასია უკვე 8 თვისაა და მამას ჰგავს. ყოფილი მინისტრი პოლიტიკას ჩამოშორდა, თუმცა მაინც ინარჩუნებს ცნობილ პოლიტიკოსებთან ურთიერთობას. მშობიარობიდან რამდენიმე დღეში მიხეილ სააკაშვილისგან მილოცვა მიიღო, სანდრა რულოვსმა კი ანასტასიას საჩუქრებიც გაუგზავნა, ჰოლანდიიდან ჩამოტანილი მაისურები. როგორც ჩანს ბევრი ჭორების მიუხედავად ვერა ყოფილ პრეზიდენტთანაც და მის მიუღლესთანაც მეგობრობს.image სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კი მიხეილ სააკაშვილი და ვერა ქობალია დანათესავდნენ, ყოფილმა პრეზიდენტმა ანასტასია მონათლა.
"მიხეილ სააკაშვილი ჩემი შვილის ნათლიაა. ანასტასიას სხვა ნათლიებიც ჰყავს, ერთ–ერთი კი ყოფილი პრეზიდენტიცაა. ძალიან მიყვარს როგორც მიხეილ სააკაშვილი ასევე მისი მეუღლე სანდრა რულოვსი. სანდრას სულ ვეუბნები, რომ ანასტასიასთვის კარგი მაგალითია. ის საოცრად პოზიტიური ქალია"-განაცხადა ვერა ქობალიამ ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში. imageimage

1
3373
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
3373
  
2014, 4 თებერვალი, 14:30
რა კარგი ბავშვია :) ღმერთმა გაზარდოს დ ნათლიაც აზრზზე მოუყვანოს... :)
0 1 1