x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
კვაისში, რუსები, რადიაქტიური ნარჩენებისთვის სამარხის აშენებას აპირებენ…
imageცხინვალი პანიკაშია. ე.წ. სამხერთ ოსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, კვაისში, რადიაქტიური ნარჩენებისთვის სამარხის აშენება იგეგმება. აღნიშნულ ინფორმაციას შეფასებები თბილისში უკვე მოჰყვა. ქართული მხარე აცხადებს, რომ თუ კრემლი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, დამუშავებული ბირთვული მასალების სამარხის გაკეთებას დააპირებს, ამ საკითხს საქართველო საერთაშორისო არენაზე გაიტანს.

როგორც „პრესა.ჯი“-ს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ განუცხადა, რუსების განზრახვა, რომ ოკუპირებულ ტერიტორია რადიოაქტიური ნივთიერებების სამარხად გამოიყენონ, იმაზე მიუთითებს, რომ ცხინვალი მოსკოვის პარტნიორი არ არის და პირიქით, კრემლი ე.წ. სამხრეთ ოსეთს, საკუთარი მიზნებისთვის იყენებს.

ბობოხიძის თქმით, ამ ინფორმაციით, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რუსებისთვის ოსები მეორე ხარისხოვანნი არიან.

“ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რუსები ოსებთან ურთიერთობას როგორ ხედავენ. მათთვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთი მანიპულირების საშუალებაა და ადგილი არანაირ პარტნიორობას არ აქვს. კიდევ ერთხელ დაადასტურდება, რომ მათთვის ოსები მეორე ხარისხოვანნი არიან. ის, რომ კრემლი საქრთველოს ტერიტორიებს არ უფრთხილდება, ეს ახალი არ არის, რადგამ ამის უამრავი მაგალითი არსებობს. კერძოდ, მათ ყველა თავიანთი სამხედრო ნაწილი დააბინძურეს და ტერიტორიები ისე დატოვეს. ამასთან, საქართველოს ტერიტორიები რადიაციული ნივთიერებებით დააბინძურეს, რომლებიც წლეების განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეებს საფრთხეს უქმნიდა“, – დასძინა კანონმდებელმა.


ბობოხიძის შეფასებით, რუსები, ოკუპირებული ტერიტორიების დაბინძურებას მანამ შეეცდებიან, სანამ საქართველოს რეგიონებს არ დატოვებენ.

„თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, მაშინ საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რომ საკითხი საერთაშორისო არენაზე გააპროტესტოს. ამ მიმართულებით, ყველა საერთაშორიო ორგანიზაციას ჩავრთავთ, რომ ეკოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით, სიტუაცია კონტროლიდან არ გავიდეს“, – აცხადებს დეპუტატი.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლება კვაისში რადიოაქტიური ნარჩენებისთვის სამარხის აშენების შესაძლებლობას უარყოფს, თუმცა, ცხინვალი მაინც პანიკაშია. ცხინვალში შიშობენ, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიას რადიოაქტიური ნივთიერებების სამარხად გამოიყენებს. არსებული ინფორმაციით, ვლადიკავკაზის ქარხანა “ელექტროცინკის” ყოფილი დირექტორი, პაველ ავდეევი ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, დამუშავებული ბირთვული მასალების სამარხის გაკეთებას აპირებს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ “ელექტროცინკის” რადიოაქტიური ნარჩენების მიღებაზე, , ურალი უარს აცხადებს.

რაც შეეხება თავად ავდეევს, ის 2011 წლის თებერვლამდე ვლადიკავკაზის ქარხანა “ელექტროცინკის” დირექტორის პოსტზე მუშაობდა და ის თანანმდებობიდან თაღლითობის გამო გაათავისუფლეს. აღსანიშნავია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვადიმ ბროვცევმა, რამდენიმე ხნის წინ, პაველ ავდეევი ე.წ. სამხრეთ ოსეთის განვითარების პროგრამირებისა და ანალიზის საკითხებში ე.წ. სახელმწიფო მრჩევლად დანიშნა. ეს ქარხანა კი, რუსეთის ფერადი მეტალურგიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დაწესებულებაა და ქარხნის ისტორია 100 წელზე მეტს ითვლის.

უნდა ითქვას, რომ ჩრდილოეთ ოსეთში, ამ ბირთვული ნარჩენების არსებობას მოსახლეობა აპროტესტებდა, რადგან რეგიონში, ონკოლოგიური დაავადებების მაღალი დონე აღინიშნება.

გაურკვეველია, რადიოაქტიური ნივთიერებების განთავსებისთვის, კვაისი რატომ შეირჩა, მაგრამ არსებული ინფრომაციით, აქ 800–მდე ადამიანი ცხოვრობს. ყოველ შემთხვევაში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბოლო „არჩევნებში“, დაბაში ამდენივე ამომრჩეველი დაფიქსირდა.

0
35
შეფასება არ არის
ავტორი:ლექსო
ლექსო
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0