x
image
worldsport.ge
დრაქსლერის შეძენა “არსენალის” გარდა სხვასაც სურდა

imageგელზენკირხენის “შალკეს”სპორტულმა დირექტორმა ჰორსტ ჰელდტმა ნახევარმცველ იულიან დრაქსლერის ტრანსფერთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კლუბმა გასულ კვირაში ერთ-ერთი კლუბის შეთავაზება იუარა, თუმცა, მისი დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, 20 წლის ფეხბურთელის შეძენის მთავარ კანდიდატად ლონდონის “არსენალი” ითვლებოდა, თუმცა, ჰოლდტის თქმით “შალკეს” წინადადება “მეთოფეებისგან” არ მიუღია.
“მივიღეთ წინადადება კლუბისგან, რომელიც ჩვენგან ჩრდილოეთით მდებარე ქალაქიდანაა. ეჭვგარეშეა, ის ღირსეული იყო, თუმცა, ჩვენი გაგებით არასაკმარისი. იულიანს ვაცნობეთ რასაც ამ საკითხთან მიმართებაში ვფიქრობთ და საქმეც დასრულდა” - განაცხადა სპორტულმა დირექტორმა.
შკყ შპორტს-მა ეს ინფორმაცია გამოიკვლია და დაადგინა, რომ დრაქსლერის შეძენის სურვილი “ვოლფსბურგს”, ან ერთ-ერთ რუსულ კლუბს ექნებოდა.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
6
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0