x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
კომპანია "სოკარის" პოლიტიკური და გეოეკონომიკური ინტერესები
სოკარი არის ნავთობისა და გაზის ტრანსნაციონალური კომპანია. ის შეიქმნა 1992 წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებულებით. 1994 წელს სოკარმა გააფორმა "საუკუნის ხელშეკრულება", რომელიც ნავთობის წარმოებას ითვალისწინებდა კასპიის ზღვაში.

რაც ეხება მის პოლიტიკურ და გეოეკონომიკურ ინტერესებს, გამოკვეთილი აქვს თურქეთისადმი. აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, სურს, რომ სოკარი გახდეს თურქეთში ნომერი პირველი ნავთობისა და გაზის მიმწოდებელი კომპანია. კომპანიის მიზანია თურქეთში დაიკავოს 3 წამყვან კომპანიას შორის ადგილი. ეს პროექტი გამიზნულია 2018 წლისათვის, რომელიც წინასწარი გათვლებით 15-20 მილიარდ დოლარს შეადგენს. აქედან გამომდინარე, სოკარმა ჩადო 17 მილიონიანი ინვესტიცია ნავთობისა და გაზის ბიზნესის განსავითარებლად და სტრატეგიული გეოეკონომიკური ზონების დასაკავებლად. 2008 წელს სოკარი შევიდა თურქეთის ბაზრებზე და ამით მოახდინა თურქეთის ნავთობპროდუქტების გიგანტური საბადოს ექსპლუატაცია.

სოკარმა 4, 3 მილიარდიანი გარიგება დადო ესპანეთის "ტექნიკას რეუნიდასთან", რომ მოხდეს თურქეთში ახალი ქარხნის აშენება პეტკიმის ნახევარკუნძულზე. რომელიც მდებარეობს იზმირის ოლქში.

სოკარი ასევე გეგმავს დააარსოს პეტკიმის საკონტეინერო პორტი და ენერგეტიკული ელექტროსადგური. ამ პროექტის ფარგლებში, სოკარის ინვესტიცია შეადგენს 9 მილიარდ დოლარს. 2023 წლისათვის, თურქეთის პეტკიმის ნახევარკუნძული უმასპინძლებს უმსხვილეს საინვესტიციო და ლოკალიზაციის პროექტებს, რაც სოკარის დახმარებით მოხდება.


აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შვეიცარიის მთავრობას სურს სოკარი ჩაერთოს და მხარი დაუჭიროს მას "ტაპ"-ის გაზის ტრანსპორტირების პროექტში. სოკარი დადებითად აფასებს თავის და შვეიცარიის თანამშრომლობას ენერგეტიკის საკითხებზე.

ბოლო დროს, დიდი ინტერესით განიხილება ევროპისათვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდების პერსპექტივები. "ტაპ" ანუ ადრიატიკის ზღვაზე გამავალი მილსადენი სოკარისათვის წარმოადგენს სტრატეგიულ მილსადენს, რომლის მეშვეობითაც მას შესაძლებლობა მიეცემა ევროპას მიაწოდოს გაზი. ეს ნაბიჯი კი, ხელს შეუწყობს კომპანიის განვითარებას და გააფართოვებს მის გეოეკონომიკურ არეალს. მილსადენი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდება ბუნებრივი გაზი კავკასიის რეგიონიდან პირდაპირ ევროპაში შევიდეს, დაიწყება საბერძნეთიდან, შემდეგ გადაკვეთს ალბანეთს და ადრიატიკის ზღვას და ბოლოს სამხრეთ იტალიაში დამთავრდება. ამ მილსადენის პროექტში ჩართვა სოკარისათვის იქნება შესანიშნავი რამ, რაც მას დაეხმარება ბაზრის გაფართოებისათვის და გეოეკონომიკური პოზიციების განსამტკიცებლად.

0
77
შეფასება არ არის
ავტორი:მარიანა გელაშვილი
მარიანა გელაშვილი
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0