x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ნავთობისა და გაზის კომპანია "ბრითიშ პეტროლეუმის" საერთაშორისო სადავო საკითხები

"ბრითიშ პეტროლეუიმი" არის ბრიტანული საერთაშორისო ნავთობისა და გაზის კომპანია, რომლის დაარსების ისტორიაც 1909 წლიდან თარიღდება. 1954 წლიდან კი უკვე ამ სახელით მოიხსენიება. მისი სათაო ოფისი მდებარეობს დიდ ბრიტანეთში, ლონდონში. დღესდღეობით, სიდიდით მესამე ტრანსნაციონალური კორპორაციაა და გაყიდვების მხრივ მეხუთე ადგილს იკავებს მსოფლიოს 6 საერთაშორისო კორპორაციას შორის 2012 წლის მონაცემებით.

რაც ეხება კომპანიის სადავო საკითხებს, მართალია ისტორიის განმავლობაში ბევრი არ იყო, თუმცა, აღსანიშნავია, უკანასკნელ წლებში მომხდარი არასასიამოვნო ფაქტები. ბპ-ს ხელმოწერილი გარიგება ჰქონდა გაფორმებული რუსულ კომპანია "როსნეფტთან". მათ ერთობლივი ძალებით წიაღისეულის ძიება უნდა დაეწყოთ ჩრდილოეთის ზღვაში. აქ განთავსებული 5 მლრდ. ტონა ნავთობი და 10 მლრდ. კუბური ტონა გაზის მარაგი შეფასებული იყო 16 მილიარდ დოლარად. თუმცა გარგება ჩაიშალა, რამაც, რა თქმა უნდა, კომპანიაზე უარყოფითად იმოქმედა.

აღსანიშნავია 2010 წელი, როცა კომპანიას მეტად არასასიამოვნო შემთხვევა მოუვიდა. წყალში მოხდა ნავთობმომპოვებელი მოწყობილობის აფეთქება და უდიდესი რაოდენობის ნავთობის ჩაღვრა. ეს იყო მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე საშინელი ნაავთობის დაღვრა ოკეანეში. ნავთობის ექსპლუატატორი და ოპერატორი იყო კომპანია "ტრანსოკეან". მაგრამ, ეს ადგილი იჯარით ბპ-ს ჰქონდა აღებული და შესაბამისად პასუხისმგებლობაც მას დაეკისრა. აფეთქების შედეგად, დაიღუპა 11 ადამიანი, ხოლო, 4, 1 ბარელი ნავთობი მექსიკის ყურეში ჩაიღვარა. რამაც, რასაკვირველია წყლის ეკოსოსტემის დაბინძურება გამოიწვია.

საერთაშორისო ბუნებისდაცვის ორგანიზაციები და მწვანეთა ორგანიზაციები "ბპ"-ს წინააღმდეგ გამოვიდნენ. ეს დაპირისპირება დღემდე გრძელდება, რადგან კომპანიის მიერ საქმე ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. "ბპ"-ს ეს ქმედება კი, გამოწვეული იყო იმით, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკმარისი ზეწოლა ვერ მოახდინა მასზე. თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, კომპანიის მიერ, დღეს მიმდინარეობს მექსიკის ყურის გაწმენდვითი სამუშაოები, რომელიც ახლო მომავალში დამთავრდება. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ "ბრითიშ პეტროლეუმს" უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია სახელმწიფოებზე. ის არის უდიდესი ტრანსნაციონალური კომპანია, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, არამარტო გლობალურ ვაჭრობაზე, არამედ მსოფლიოს განვითარებაზეც.

0
169
შეფასება არ არის
ავტორი:მარიანა გელაშვილი
მარიანა გელაშვილი
169
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0