x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ნანუკა ჟორჟოლიანი ქართველ მაყურებელზე განაწყენებულია

imageროგორც იქნა ნანუკა ჟორჟოლიანმა საოცნებო გადაცემა ჩაწერა, ნინო ქათამაძეს, თეონა კოტრიკაძესა და ნიკოლოზ რაჭველს თავი ერთად მოუყარა და შესანიშნავი კონცერტიც შემოგვთავაზა. ქართველმა მაყურებელმა კი ნანუკას სიურპრიზს თურქული სერიალები ამჯობინა, ჟურნალისტი იმედგაცრუებულია. "გუშინდელ ჩემს გადაცემას მოუგო ორმა თურქულმა სერიალმა! ასეთი ჯერ არ მომხდარა! მე კი ვთქვი რომ ეს ის შემთხვევაა როდესაც რეიტინგი არ მადარდებსთქო, მაგრამ მაინც, რომ იცოდეთ ამ ქვეყანაში გია სურამელაშვილი 2- ჯერ მეტ რეიტინგს დაწერდა! ესაა ჩვენი ქვეყნის რეალობა და აღარ დავინახო პრეტენზიები რომ თურმე სიყვითლე და ერთი და იგივე სახეები მოგბეზრდათ! imageშეეგუეთ ამ ქვეყანაში არ უნდათ ასეთი კონცერტები! ამ ქვეყანაში ჭაბუა ამირეჯიბის გადაცემას სურამელაშვილი უგებს! შეეგუეთ და მორჩით აწი შენიშვნებს!"-წერს ჟურნალისტი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

ნანუკა ცდილობდა საკუთარი გადაცემისათვის კარგი რეკლამა გაეკეთებინა, ყველაფერი ინტრიგით დაიწყო და "არნახული სიგიჟის" დაპირებით დასრულდა, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილისათვის თურქული სერიალის მორიგი სერია უფრო საინტერესო და სასურველი აღმოჩნდა. რამდენიმე დღის წინ ნანუკა ირწმუნებოდა, რომ გადაცემის რეიტინგი მისთვის მნიშვნელოვანი არ იქნებოდა, რადგან ეს მისი საოცნებო გადაცემა გახლდათ:
"დღეს არის ის ერთადერთი შემთხვევა როდესაც ნაკლებად მაინტერესებს გადაცემა რა რეიტინგს დაწერს (თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მაღალი იქნება) იმიტომ რომ ეს ჩემი ოცნების გადაცემაა. საოცარი შოუ, აი ისეთი ელენი რომ წაიყვანდა".

როგორც ჩანს ჟურნალისტი ქართულმა საზოგადოებამ ძალიან გაანაწყენა... image

1
343
1-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
343
  
2014, 31 იანვარი, 22:25
Mecineba , xalxi imas naxavs rac unda , vgijdebi nino qatamadzeze imena chkua mekargeba mitumetes " quchashi ertxel" , magram rogorc nanuka ambobs es misi ocneba iyo da ara xalxis , xalxs sxva ocneba aqvs da nanukas gadacema tu reintinguli ar iyo da aman guli atkina , mashin sheadaros misi gulistkivili imis gulistkivils vinc gushin mshierma daidzina ,da imedi maqvs agmoachens rom sxvebisgan gansxvavebit 100000 ocnebidan mxolod 1 sheidzleba ar auxdes mas , sxvebs ki 100000 ocnebidan mxolod 1 sheidzleba auxdes )))))))))))
0 1 1