x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508482
ჯალათური მანიპულაცია ქალთა წინააღმდეგ

image დღევანდელ ევროპაში შორეული აზიის, აფრიკისა და წარმართული ისტორიული ტრადიციების ექოდ ჟღერს ჯალათური მანიპულაცია, რომელიც ქალთა წინადაცვეთის სახელით არის ცნობილი.




წინადაცვეთა გოგონებში გულისხმობს გენიტალიებზე წარმოებულ ოპერაციას –კლიტორექტომიასა და, მთელ რიგ შემთხვევებში, მცირე ბაგეების ამოკვეთასაც. ჯერ კიდევ 2003 წელს ჩატარდა კაიროში კონფერენცია ქალთა წინადაცვეთის თემაზე. აფრიკის ქვეყნებისა და არაბული სამყაროს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს ამ ადამიანთსაწინააღმდეგო პრაქტიკის დაგმობის დეკლარაცია.
ამის მიუხედავად, 2008 წლის მონაცემებით, 140 მილიონამდე ქალს ჰქონდა ეს ოპერაცია გაკეთებული, უპირატესად აზიაში და აფრიკის ჩრდილოეთში (ფილიპინები, მალაიზია, პაკისტანი, ინდონეზია, ეგვიპტე, ეთიოპია, მალი, არაბთა ემირატები, ომანი, ბაჰრეინი), აგრეთვე დასავლეთ ნახევარსფეროდან – ბრაზილიაში, აღმოსავლეთ მექსიკაში და პერუში. მთლად შემაშფოთებელი იყო სტატისტიკა სუდანში და სომალიში – წინადაცვეთილ გოგონათა რიცხვი იქ აღწევდა 98%–ს! ისტორიულად ქალთა წინადაცვეთას ისეთივე რიტუალური მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც ვაჟთას.




ამ ოპერაციული ჩარევის დღევანდელი ადეპტები ოპერაციას აძლევენ უფრო ყოფით მორალურ მნიშვნელობას და თვლიან, რომ ამ გზით გოგონა შეინარჩუნებს თავის ზნეობრიობას და ჩანასახშივე აღკვეთს იმგვარ სექსუალურ აქტივობას, რომელმაც მასში შეიძლება გამოიწვიოს მასტურბირების მოთხოვნა; ამავე დროს, მათი წარმოდგენით, წინადაცვეთის შემდეგ ქალი გახდება თვინიერი და არ უღალატებს ქმარს.




ნიგერიაში თვლიან, რომ თუ მშობიარობისას ბავშვი თავით შეეხო დედის კლიტორს, ის აუცილებლად დაიღუპება. ზოგიერთ აფრიკულ ტომში არის რწმენა, თუ არ მოხდა კლიტორექტომია, კლიტორის ზომებმა შეიძლება გაუსწროს მამაკაცის ასოს ზომას. სომალიში და სუდანში მიაჩნიათ, რომ კლიტორის მოკვეთის გარეშე გოგონა ჩამოყალიბდება მსუბუქი ყოფაქცევის ქალად.
რეალობაში, წინადაცვეთას კოლოსალური ზიანი მოაქვს ქალის ჯანმრთელობისა და ფსიქიკისათვის. ფიზიკური პათოლოგიებიდან ეს არის ანთებითი პროცესები, სისხლის მოწამვლა, უშვილობა, მშობიარობის გართულებები, თვით მშობიარის სიკვდილის ჩათვლით. არადა, პრაქტიკულად არცერთი რელიგია არ მოითხოვს ქალთა წინადაცვეთას და, მიუხედავად იმისა, რომ მუსულმანები ამ რიტუალს კრძალავენ, სწორედ მუსულმანურ ქვეყნებშია ყველაზე მეტად კულტივირებული, როგორც უფრო ადრინდელი წარმართული ტრადიცია; თუმცა ამ წეს –ჩვეულებას უფრო ეთნიკური ფესვები აქვს და სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლებთანაც შემორჩა – მაგალითად, ქრისტიან კოპტებთან.
საინტერესოა, რომ დიდ ბრიტანეთში, სადაც ბევრი ემიგრანტი ცხოვრობს სამხრეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, ქალთა წინადაცვეთა ოფიციალურად აიკრძალა მხოლოდ 1985 წელს, მაგრამ ბევრი აფროაზიატური თემი დიდ ქალაქებში დღემდე აგრძელებს ზემოხსენებულ რიტუალს.
საგულისხმოა, რომ ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, UNICEF–ი გამოჰყოფენ თანხებს, ადგენენ პროგრამებს მსგავსი პრაქტიკის დასაძლევად, მაგრამ იშვიათად აღწევენ ხოლმე მნიშვნელოვან წარმატებებს. წარმოუდგენლად ძნელი აღმოჩნდა ამ მავნე ტრადიციის აღმოფხვრა...
ამ ფაქტთან დაკავშირებით გადაღებულია ფილმიც, რომელიც მოგვითხრობს იმ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ პრობლემებზე, რომელსაც ამ ტრადიციით დამახინჯებული ქალი აწყდება ცხოვრებაში. ფილმს ქვია "Desert Flower" ვისაც დაგაინტერესებთ უყურეთ.

0
65
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინიკ
ნინიკ
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0