x
image
აბრაგი
ვის ელოდები?

imageვის ელოდები? დაძაბული, ჩაფიქრებული,
თვალს არ აშორებ ჰორიზონტს უძრავს.
ვის ელოდები? ვინ გყავს ასე მონატრებული?
შენი ზურგიც კი ლოდინით სუნთქავს.
“მობრუნდი"- მინდა დაგიძახო,
ვერ ვბედავ თუმცა...
მობრუნდი, მინდა დავინახო,
ვარდებს რად ფურცლავ...
ვის ელოდები? ვინ წაიღო ოცნება შენი? ღმერთო...როგორი ლამაზი ხარ,
დარდიც კი გშვენის..
ვის ელოდები? გამიზიარე შენი ფიქრები,
მე გიერთგულებ, გიმეგობრებ, არ დავიღლები.
მე მოგიყვები მოლოდინის, ცრემლის არაკებს.
სასოწარკვეთილს, შენზე დარდი მალაპარაკებს...
შენ სიყვარულის გელოდება ათასი ღამე...
პირველად–პირველ სიყვარულზე მე მკითხე რამე.
ჩემი ასაკი ნუ გაშინებს, წლებია მხოლოდ,
მეც სიყვარული მელოდება, პირველად–ბოლო..





image


ეზოში ისევ ბობოქრობს ყინვა,
და არც ზამთარი არ ფიქრობს წასვლას...
სუსხიან ყინვას ვინ რას დააკლებს,
ზამთრის სამოსით სძინავს ლამაზად.

ხან დაუბერავს ძლიერი ქარი...
ხან ყინვა ცოტა ლმობით გვექცევა,
ხან განრისხდება... მოხატავს ფანჯრებს...
ხან კი საერთოდ ჭკუა ერევა.

ცოტას დაგაცდით, სულ ცოტას კიდევ,
და იანვარსაც გაუდის ვადა...
თებერვალი რომ კარს შემოაღებს,
შენ უკვე ყინვა... მოძებნე სხვა გზა.

და შენ ზამთარო... გაჰყევი უკან,
დროა აისხათ... გუდაც, ნაბადიც...
გაზაფხულს ველით, ველით იზის სხივებს...
რომ მზემ გაგვითბოს... გულიც, მთა–ბარიც. (მ.გ)




image


ბდნიერებავ, შემიჩერდი ერთხელ კარებთან,
გიხილო მხოლოდ, კმაყოფილი დავრჩები ამით,
მოდი დადექი, ამ შიშველ და დაღლილ თვალებთან,
რომ აირეკლოს შენი სხივი, სულ ერთი წამით.

იქნება გიცნო, იქნებ გზაზე ამცდი შემთხვევით,
მეც რომ შემეძლოს, დავიფიცო ნანახი მყავხარ.
არ გთხოვ დარჩენას, არც გაგკიცხავ და არც გემთხევი,
უბრალოდ მინდა დავიჯერო, ოცნება არ ხარ.

ბედნიერებავ, მხოლოდ ერთხელ შემახე ხელი,
აწი რომც დარჩე, ვერ მოგიხდენ, არა მგონია,
გთხოვ დამანახე, რა სხივი გაქვს ასეთი მწველი,
ვთქვა, შენს სტუმრობას, რა ლამაზი ცრემლი ჰქონია.

ნახვად გინატრებ, მერე წადი გიცდის რამდენი,
ბედნიერებავ, სიხარულის თანაზიარო
მხოლოდ დამლოცე, ვიდრე ბოლო იმედს განვდევნი





1
40
3-ს მოსწონს
ავტორი:აბრაგი
აბრაგი
40
  
0 1 1