x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134478
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
ყველაზე ძვირადღირებული წინდა მსოფლიოში.
image

დეკემბერში, გერმანულმა ბრენდმა „ფალკემ“, რომელიც ქსოვილების
დიდი მწარმოებელია, შემოდგომა - ზამთრის კოლექციაში წარმოადგინა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული წინდა, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ 10 წყვილია და მამაკაცებისთვის საუკეთესო საახალწლო
საჩუქარია.


image


ეს წინდები 1, 188 დოლარად იყიდება, რადგან ისინი დამზადებულია
ვიკუნიასგან (ყველაზე ძვირადღირებული ქსოვილი მსოფლიოში). ეს ქსოვილი ძალზედ იშვიათი და ძვირია, რაც ხსნის, წინდების მცირე რაოდენობით წარმოებას.


image

აღნიშნული ქსოვილი მზადდება პერუში, ლამას ბეწვისაგან.
შედეგად, ეს ბამბის ქსოვილი იმდენად დახვეწილი და დელიკატურია, რომ მისი შეღებვა არ შეიძლება. სწორედ ამიტომ, წინდები მხოლოდ ღია ყავისფერი არის.

წინდებთან ერთად, ვიკუნიას ქსოვილისგან ასევე შეიქმნა
20 პულოვერი, რომლის თითოეული მათგანის ღირებულება 3, 300 დოლარია, თუმცა ჯერ-ჯერობით გასაყიდად არ გამოუტანიათ.
გერმანული ბრენდი „ფალკე“ თავის ერთგულ კლიენტებს, განსაკუთრებით კი ქალბატონებს მოუწოდებს :

„თუ ვინმეს გსურთ, რომ საყვარელი მამაკაცი საშობაო არდადაგებზე
გაახაროთ, სასწრაფოდ შეუკვეთეთ „ფალკეს“ შემოდგომა-ზამთრის კოლექციის უნიკალური წინდა, რადგან მსოფლიოში ის სულ 10 წყვილია.რაც შეეხება პულოვერებს, ისიც სულ მალე იქნება ხელმისაწვდომი ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის“.

image




0
103
14-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
103
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0