x
flydubai ბიზნეს-კლასის სერვის საქართველოშიც იწყებს

ავიაკომპანია ბიზნეს-კლასის სერვისს დუბაის მიმართულებით
იწყებს

დუბაიში ბაზირებული ავიკომპანია flydubai 2014 წლის 28 იანვრიდან თბილისი-დუბაის მიმართულებაზე ბიზნეს-კლასის
მომსახურება დაიწყო. სერვისი ქართველ მგზავრებს საშუალებას აძლევს კვირაში ოთხჯერ flydubai-ს ბიზნეს-კლასის მომსახურებით ისარგებლონ, რომელსაც იგი უახლესი ბოინგ 737-800 -ით ასრულებს.

imageflydubai-ს ბიზნეს-კლასი 12 სპეციალური და კომფორტული იტალიური ტყავისგან დამზადებული სავარძლებისგან შედგება, რომლის სიგანეც
1 მეტრია. ხომალდის რევოლუციური გასართობი სისტემა მაღალტექნოლოგიური 12.1 ინჩის ზომის სენსორული ეკრანითაა აღჭურვილი და 1, 000 საათიან უწყვეტ გასართობ პროგრამას მოიცავს.
ბიზნეს-კლასის მგზავრებს შეუძლიათ ასევე პერსონალური სერვისითაც ისარგებლონ, რომელსაც მაღალკვალიფიციური და სპეციალურად დატრენინგებული ეკიპაჟის წევრები უზრუნველყოფენ. ბიზნეს-კლასის მგზავრებს აეროპორტშიც განსაკუთრებული მომსახურება ელოდებათ, რაც მოიცავს პრიორიტეტულ სერვისს
რეგისტრაციისას, სწრაფ საემიგრაციო სერვისს, ლოუნჯით სარგებლობას თბილისისა და დუბაის აეროპორტებში და ბარგის მიღების უპირატესობას ადგილზე ჩასვლისას.
imageბიზნეს-კლასის კომენტარებისას ავიაკომპანიის კომერციული ოპერაციების მთავარმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯეიჰუნ ეფენდიმ განაცხადა: „ბიზნეს-კლასის შეთავაზება თბილისიდან დუბაის
მიმართულებაზე ჩვენი ვალდებულების ნაწილია, რაც გულისხომობს მომხარებელებს განსაკუთრებული პროდუქტი მივაწოდოთ და დავაკმაყოფილოთ ნებისმიერი ტიპის სეგმენტის მოთხოვნა. flydubai ვითარდება, როგორც ერთ-ერთი უდიდესი წამყვანი ავიაკომპანია
უდიდესი სამოგზაურო გამოცდილებისა და სერვისის მიწოდების მხივ, რომლის ფრენებიც დუბაიდან მაქსიმალურად კომფორტულია“.
flydubai-ს ქსელი 35 ქვეყნის მასშტაბით 65 მიმართულებას მოიცავს. მრავალ ამ მიმართულებებზე მანამდე არცერთი ავიაკომპანია არ ასრულებდა ბიზნეს-კლასის ფრენებს და ავიაკომპანია ამ მხრივაც პიონერად ითვლება. 2011 წლიდან დუბაის პირდაპირი მიმართულება, რომელიც თბილისიდან 3 საათსა და 10 წუთშია შესაძლებელი, ქართველების საუკთესო ადილი გახდა დასვენებისა და შოფინგისთვის. ქალაქი დამსვენებლებს სთავაზობს სხვადასხვა მდიდრულ სასტუმროებსა და სავაჭრო მოლებს, მსოფლიოშო ცნობილ რესტორნებს, მსოფლიოს უმაღლეს ნაგებობა - ბურჯ ხალიფას, ოქროსფერ ქვიშებსა და უდაბნოს განუმეორებელ პეიზაჟებს. ქართველ მგზავრებს საშუალება აქვთ ისარგებლონ დუბაის აეროპორტით, რომელიც მათ 200 მეტ ქვეყანასთან აკავშირებს. მათ შორისაა ისეთი პოპულარული მიმაართულებები როგორიცაა მალდივები და შრილანკა.
ბიზნეს-კლასის ბილეთის ფასი ორი გზა 1070 $-დან იწყება. ფასი მოიცავს 7 კგ ხელბარგს და 40 კგ ჩასაბარებელ ბარგს.




0
21
შეფასება არ არის
ავტორი:მაია ჩიტაშვილი
მაია ჩიტაშვილი
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0