x
image
worldsport.ge
დაუშვილმა კვლავ სასტარტოში ითამაშა

imageთურქეთში შეკრებაზე მყოფმა ლვოვის “კარპატიმ” მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ხორვატულ “სპლიტს” 1:0 აჯობა.
ბუბა დაუშვილი ამჯერადაც უკრაინელთა სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. მის მსგავსად შესვენებამდე ითამაშა ლვოვში დაბადებულ-გაზრდილმა ამბროსი ჩაჩუამ. კიდევ ერთი უკრაინული პასპორტის მქონე ქართული წარმოშობის ფეხბურთელმა ევგენი ბოხაშვილმა მეორე ტაიმი ჩაატარა.
ანთალიაში ემზადება სპლიტის “ჰაიდუკი”, რომელმაც სპარინგში ავსტრიულ “შტურმს” 2:0 მოუგო. გიორგი ილურიძემ სპლიტელთა რიგებში 63-ე წუთიდან ითამაშა.
რუსეთის პირველი დივიზიონის წარმომადგენელმა ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ” ისრაელში შეკრებაზე ხარკოვის “მეტალისტთან” ამხანაგური შეხვედრით დაასრულა, რომელშიც 1:2 დამარცხდა. გიორგი ნავალოვსკიმ ხაბაროვსკელებში თავიდან ბოლომდე ითამაშა.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0