x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ხაჭოს ღვეზელი გარგარით
ინგრედიენტები

ცომისათვის:


კვერცხი-2 ცალი

შაქარი-100 გრამი


კარაქი-100 გრამი

ფქვილი-240 გრამი


კრემისათვის:

ხაჭო-300 გრამი

კვერცხი-2 ცალი

არაჟანი-3 სუფრის კოვზი

შაქარი-3 სუფრის კოვზი

სახამებელი-2 სუფრის კოვზი

ვანილი- დანის წვერით

ახალი ან დაკონსერვებული გარგარი

მომზადება:

კარაქი ავთქვიფოთ კარგად შაქართან ერთად, დავამატოთ კვერცხი. ჩავაყაროთ ფქვილი და სწრაფად მოვზილოთ ცომი. შევინახოთ ცომი მაცივარში 1 საათით.

გამოვიღოთ ცომი, ამოვაბრტყელოთ ღვეზელის ფორმაში(20-22 სმ დიამეტრის), ზემოდან დავადოთ ხაჭოს კრემი: ხაჭო გავცრათ საცერში, ავთქვიფოთ კვერცხის გულები შაქართან ერთად(ცილა შევინახოთ მაცივარში), დავამატოთ ხაჭო, არაჟანი, სახამებელი და ვანილი. ცილისაგან გავაკეთოთ კარგი ბეზე და ეს ჩვენი მასა შევურიოთ ფრთხილად ბეზეში. კრემი გავშალოთ ცომზე. გადავასწოროთ ზედაპირი დანით და მოვაწყოთ შუაზე გაჭრილი გარგარი.

დავდგათ წინასწარ 150 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში. ცხვება დაახლოებით 30-35 წუთი.

მიირთვით გემრიელად!

image

0
2212
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2212
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0