x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
რა ხასიათზე დააყენეს პრეზიდენტი ”ქართული ოცნების” მაისურიანმა ახალგაზრდებმა რაგბის თამაშის დროს
imageვეჭვობ, მალე სტადიონზე სარაგბო ან საფეხბურთო მატჩზე საგულშემატკივროდ მისულ მაყურებელს "გონივრული ეჭვის" საფუძველზე გვარიანად გაგვჩხრეკენ - შეგვიმოწმებენ ჩაცმულობასაც და იმ პლაკატებსაც, რის გამოფენასაც მატჩის მიმდინარეობისას დავაპირებთ...
ჩვენი სანაქებო მორაგბეთა ნაკრების რუსეთის ნაკრებთან ასტრონომიული ანგარიშით მოგების მიუხედავად (მოგეხსენებათ, ჩვენმა ბიჭებმა რუსები ანგარიშით 46:0 დაამარცხეს) როგორც ამბობენ, მიხეილ სააკაშვილი მეტად უკმაყოფილო წასულა სტადიონიდან. საქმე ის არის, რომ ერთ-ერთი ტრიბუნა გადაჭედილი იყო "ქართული ოცნების" მაისურიანი გოგო-ბიჭებით, რომლებსაც სახელმწიფო დროშებთან ერთად ეკავათ პლაკატები წარწერით: "აგვიხდინეთ ოცნება". როგორც თვითმხილველები ამბობენ, ტრიბუნების სწორედ "ქართული ოცნების" მაისურიანი გოგო-ბიჭებით გადაჭედილი ფლანგი იყო ყველაზე აქტიური... წარმომიდგენია, ამის შემყურე პრეზიდენტს როგორ გაუჭირდებოდა სტადიონზე მთელი 80 წუთის გატარება.
0
2229
2-ს მოსწონს
ავტორი:გალაქტიონი
გალაქტიონი
2229
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0