x
image
მანჩო 777
ტორტი "შავი მაგია"
image
ინგრედიენტები:

კვერცხი-2 ცალი

კეფირი-1 ჭიქა

შაქარი-2 ჭიქა


კარაქი-70 გრამი

კაკაო-100 გრამი

ფქვილი-1 ჭიქა

მარილი, ვანილი-გემოვნებით

სოდა+გამაფხვიერებელი-1 ჩაის კოვზი


მასალა შოკოლადის მინანქრისთვის:

კარაქი-200 გრამი

შაქარი-160 გრამი

კაკაო-50 გრამი

რძე-1/2 ჭიქა

ვანილი

მომზადება:

წინასწარ გავაცხელოთ ღუმელი 170 გრადუსზე. მშრალ თასზე ავიღოთ ფქვილი, კაკაო, სოდა, ვანილი, მარილი, გამაფხვიერებელი და ავურიოთ კარგად ერთმანეთში. მეორე თასზე ავთქვიფოთ კვერცხი შაქართან ერთად.დავამატოთ კეფირი, დარბილებული კარაქი და ეს ორი მასა შევურიოთ ერთმანეთს. ცომი უნდა იყოს სქელი არაჟნის სისქის. ჩავასხათ ყალიბში(20 სმ დიამეტრის) და გამოვაცხოთ 30-35 წუთი.

მინანქრისათვის სქელძირიან ქვაბში მოვათავსოთ ყველა ინგრედიენტი კარაქის გარდა, დავდგათ ნელ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. გავაგრილოთ და ნელ-ნელა შევათქვიფოთ კარაქი.

გავჭრათ ბისკვიტი შუაზე, დავნამოთ ტკბილი მაგარი ყავით, წავუსვათ კრემი შუაში, დავადოთ მეორე ფენა, გვერდებზეც და თავზეც წავუსვათ კრემი და მოვრთოთ სურვილისამებრ.

მიირთვით გემრიელად!

5
646
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
646
  
2014, 26 იანვარი, 20:40
მე უკეთესს ვაკეთებ, ვახო:)
2014, 26 იანვარი, 20:39
ვგიჟდები შოკოლადის ტორტზე, ნამცხვარზე და საერთოდ ...
2014, 25 იანვარი, 23:18
არ თქვა ეხლა ჩემი გაკეთებულიაო თორემ მოვდივარ :D :D :D :D
2014, 25 იანვარი, 23:15
კიი..მომნუსხველად:)
2014, 25 იანვარი, 23:09
გემრიელად ჟღერს :D
0 1 5