x
image
კატაპულტი
მამამ თავისი ორი შვილი მოკლა

imageგერმანიის ქალაქ გლინდეში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა.მამამ თავისი ორი შვილი, მცირეწლოვანი და-ძმა მოკლა.პოლიციამ 38 წლის მამაკაცი უკვე დააკავა.მან თავად დარეკა პოლიციის განყოფილებაში და მკვლელობის შესახებ აცნობა სამართალდამცავებს. მისამართზე მისვლისას პოლიციის თანამშრომლებს 4 წლის გოგონას და 6 წლის ბიჭის გვამები დახვდათ. პირველადი მოკვლევით დადგინდა, რომ ბავშვები ყელის არეში მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალნენ, განაცხადეს სამართალდამცავებმა.

პროკურატურაში უკვე აღიძრა საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით.

პროკურატურისა და პოლიციის განცხადებით, დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.ბავშვების დედა, 30 წლის ქალბატონი მკვლელობის დროს სახლში იმყოფებოდა და მომხდარით შოკირებულია.

მეზობლების განცხადებით, გარდაცვლილთა მამას ჰამბურგში უნდა გაევლო სტომატოლოგიური პრაქტიკა და ოჯახი სწორედ ამიტომ გადმოვიდა ქალაქ გლინდეში საცხოვრებლად.(ქალაქი გლინდე 7 კილომეტრითაა დაცილებული ქალაქ ჰამბურგიდან)

2
212
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
212
  
2014, 25 იანვარი, 10:16
რას ვიზამთ:(
2014, 24 იანვარი, 23:10
გული ცუდად გამიხდა
0 1 2