x
image
worldsport.ge
“მილანს” ესიენი იჯარით სურს

imageიტალიური “მილანი” ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველის – მიკაელ ესიენის გადაბირებითაა დაინტერესებული. Sky Sports-ის ცნობით, “როსონერის” 31 წლის განელის იჯარით აყვანა სურს.
ესიენმა გასული სეზონი იჯარის წესით მადრიდის “რეალში” გაატარა, წელს კი, “სტემფორდ ბრიჯზე” დაბრუნდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრება უჭირს. ამგვარად, კლუბის გამოცვლის წინააღმდეგი არც თავად ფეხბურთელია.
საგულისხმოა, რომ “ჩელსის” ესიენი ჩემპიონთა ლიგის განაცხადში შეყვანილი არ ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ “მილანში” გადასვლის შემთხვევაში, განელი მადრიდის “ატლეტიკოსთან” 1/8-ფინალურ მატჩებში მონაწილეობას მიიღებს.


ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

0
5
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0