x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ყველაზე ლამაზი ქალები მსოფლიოში.
მიუხედავად იმისა, რომ სილამაზე თითოეული ადამიანის კონცეფციურია, შოტლანდიელი ფილოსოფოსი "დევიდ ხიუმი" მაინც ასკვნის, რომ არის ქვეყნები, სადაც ქალის სილამაზე უფრო გამოკვეთილია მიმზიდველი და ლამაზი შტრიხებით, ვიდრე სხვაგან. დევიდმა გააკეთა საკუთარი ანალიზი ამ პროფილით და სამხრეთ ამერიკიდან აზიის ჩათვლით შეადგინა მისთვის მიღებული შვიდეული მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მანდილოსნებისა.


მე კი ისღა დამრჩენია გამცნოთ დევიდის რჩეული შვიდეული ლამაზმანი მანდილოსნების წარმომდაგენელი ქვეყნები და საკუთარი მოსაზრებები და დისკუსიაც ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარებში თქვენთვის მომინდვია.


აი ისინიც და ათვლას უკუ სვლით დავიწყებ.



7. რუსეთი და უკრაინა. რატომღაც ყოველთვის ან უფრო ხშირად, როდესაც ისმის კითხვა თუ "რომელი ქვეყნის მანდილოსნები არიან ყველაზე ლამაზი, აქვე პასუხია- რუსეთი და უკრაინა". თუ მათემატიკურად სილამაზეს სიმეტრიულ და პროპორციულ თეორემას დავაყრდნობთ, სავსებით შეეფერებიან ამ ქვეყნის ლამაზმანები დიაგრამას. აქ არიან ქალები, რომელთაც აქვთ სრული პროპორცია, ნათელი და მეტყველი თვალები, სახის ყოველი ნაწილი, თუმცა არა მარტო სახე, აღნაგობა და ტანის მოყვანილობაც და რაც მთავარია ცელულიტებს ნაკლებად უჩივიან. ამიტომ განსაკუთრებული და შთამბეჭდავი მანდილოსნების რიცხვი აქ გაცილებით მრავლადაა.




image
image



6. დანია. მიუხედავად იმისა, რომ დანიის ქალბატონები გამოირჩევიან ხშირ შემთხვევაში "პუტკუნობით", რაც განპირობებულია მათი ლუდისა და კარტოფილის მიმართ გამოხატული სიყვარულით, მაინც ითვლებიან პლანეტის ერთ-ერთ ულამაზეს ერად. დანიის მანდილოსნების 90%-ს აქვს ღია ფერის თმა და ცისფერი თვალები, რაც სილამაზესთან ასოცირდება.
imageimage




5.იტალია. მსოფლიოს ულამაზესი მანდილოსნების აღმოჩენა შეგეძლებათ იტალიაშიც. მიუხედავად იმისა, რომ სპაგეტი და პიცის მოყვარული ერია, მათი ფორმები საოცარ მდგომარეობაში გამოიყურება, ან ფლობენ რაღაც განსაკუთრებულ საიდუმლოს, ან არაჩვეულებრივი გენების მატარებელი ერია- ყავისფერი თმით და თვალის ფერით, კანის ოდნავ მუქი ფერით მიმზიდველნი და მამაკაცის გულის დამპყრობელნი ხდებიან.

image

image


4. ლიტვა. ლიტველი ქალები სკანდინავიის და სლავური ერის ნაზავს წარმოადგენენ, რაც დიდებული კომბინირებაა. ლიტველთა სილამაზეზე ლეგენდაც კი არსებობს: შუა საუკუნეებში ევროპაში ინკვიზიციის დროს ლამაზმან ქალბატონებს სიკვდილით სჯიდნენ, რათა მამაკაცში ვნება არ გაეღვიძებინათ და შესაბამისად ლაფიც არ დაესხათ ოჯახისთვის თავზე. ცნობებით ლიტვა ევროპის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ეს კანონი არ მძვინვარებდა და ფიქრობენ ამიტომ არ განიცადა ამ ერმა სილამაზის გადაშენება.

image


3. იაპონია. აზიურ ქვეყნებს შორის იაპონიის მანდილოსნებიც მოხვდნენ ლამაზმანთა სიაში, მიუხედავად იმისა, რომ მათი იმიჯი აღიქმება როგორც ანაქრონიზმი. იაპონელთა ფერმკრთალი კანი, თხელი სხეული გაიგივებულია სილამაზის ეტალონად.

imageimage



2. შვეიცარია. თუ თქვენ მოგწონთ გრძელფეხება, ლურჯთვალა, ქერა და საკმაოდ მიმზიდველი ქალები, შეგიძლიათ ესტუმროდ შვედეთს. სტოკჰოლმის რედაქციამ Traveler's Digest-მაც კი გამოსცა ჟურნალი, სადაც მოიაზრებოდა შვედეთი, როგორც განთქმული ყველაზე ლამაზი მანდილოსნებით. მოდელთა თითქმის ყოველი მეორეც სწორედ რომ შვედია, რაც მათ სიალამაზეზე კიდევ ერთხელ მეტყველებს.

image



აი მივედით "ფინიშამდე" და ისმის თქვენი კითხვა-"მაშ, სად ცხოვრობენ პლანეტის ყველაზე მანდილოსნები?" ამას ეხლავე გაიგებთ:


1. ბრაზილია. საოცარი ჯიშის ლამაზმანები ცხოვრობენ ამ გიგანტურ ქვეყანაში, გამაოგნებელი ეგზოტიკური, ველური სილამაზით, რომელიც სხვა ერთან მასობრივი შერევით არის განპირობებული. მათი ზებუნებრივი ხიბლი ქმნის რეალურ "მის მსოფლიოს".

image

image


6
895
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
895
  
2014, 24 იანვარი, 20:43
ლიცის არ დავეთანხმო შეუძლებელია...ყველას იდეალურობის თავისი კრიტერიუმები აქვს და ეს თემაც მათ შორის ყველაზე კონკრეტული და ყველზე ინდივიდუალურია
2014, 24 იანვარი, 18:52
სასიამოვნო სტატიაა.
2014, 24 იანვარი, 15:46
გეთანხმებით ბატონო ლიცი სავსებით ;)
2014, 24 იანვარი, 14:47
მომწონს სტატია და ავტორის პათოსსაც ვეთანხმები, მაგრამ მიმაჩნია:)) :"ვისაც ვინ უყვარს, მისი ლამაზი ის არის":))
2014, 24 იანვარი, 14:40
მე 1 მომეწონა ოღონდ მეორე ფოტოზე ....
2014, 24 იანვარი, 14:37
ყველაზე მეტად იაპონელები მომეწონა : ))
0 1 6