x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
სასამართლომ 20 წლის გოგონას ჯგუფური გაუპატიურება მიუსაჯა

imageეს ხუმრობა არ გეგონოთ, 20 წლის ქალს სასამართლომ ჯგუფური გაუპატიურება მიუსაჯა. ის საავადმყოფოში მოხვდა. ექიმები მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან.

ინდოეთის ერთ-ერთ სოფელში, კალკუტიდან 150 მილის დაშორებით, დაიჭირეს 20 წლის გოგონა, რომელიც მეზობელი სოფლის მამაკაცს ელაპარაკებოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ გოგონას სექსუალური კავშირი ჰქონდა ამავე მამაკაცთან. ეს რომ სოფლის მცხოვრებლებმა შეიტყვეს, მოაწყვეს სასამართლო, რომელმაც გოგონას 50 000 რუპიის გადახდა დაუწესა ჩადენილი საქციელის გამო. საქმეს ისიც ართულებდა, რომ გოგონა და ვაჟი სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები იყვნენ. ინდურ სოფლებში ხალხი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და გოგონასაც ამ ფულის გადახდის საშუალება არ ჰქონდა. (50 000 რუპია უდრის 490 ევროს). რადგან ფულის გადახდაზე უარი განაცხადა, სოფლის ყრილობამ-"სასამართლომ"-საჯარო გაუპატიურება მიუსაჯა. გოგონა წაათრიეს წმინდა ადგილზე და საჯაროდ სოფლის 13-მა მამაკაცმა გააუპატიურა. მათ შორის სოფლის თავკაციც იყო.image საღამოს გაწამებული, გაუბედურებული ქალი სახლის კარებთან დააგდეს და ოჯახს უფლება არ მისცეს ექიმი გამოეძახებინა. მას საშინელი სისხლდენა აუტყდა და დედამ ღამე, ჩუმად ექიმის მოყვანა მოახერხა. სასწრაფოდ სჭირდებოდა საავადმყოფოში გადაყვანა, მაგრამ მეორე დღის შუადღემდე ძლივს გააპარეს სახლიდან. იქიდან კი მძიმე მდგომარეობის გამო სხვაგან გადააგზავნეს.imageimage ახლა პაციენტი უგონო მდგომარეობაშია, მაგრამ მანამდე მოასწრო მოეყოლა მომხდარის შესახებ. პოლიციამ დააკავა მოძალადეები და ახლა ისინი წარსდგებიან უკვე ნამდვილი სასამართლოს წინაშე.image

12
3730
17-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:t.x.
t.x.
3730
  
2014, 30 იანვარი, 17:08
საშინელებაა. მაგათ მგონი ქალების ნაკლელბობა აქვთ და ისეთი კანონიც აქვთ, ქალი ვალდებულია მაზლს სექსუალური მომსახურება გაუწიოს, თუ მაზლს ცოლი არ ჰყავს...
2014, 30 იანვარი, 12:30
მართალი ხარ
2014, 29 იანვარი, 14:20
ყველა უნდა დაისაჯოს ვინც ეს დაინახა და ხმა არ ამოიღო,ფუფ საქონლები,ამათი დედავატირე მე :X
2014, 27 იანვარი, 10:16
ფუ რა საძაგლობაა
2014, 24 იანვარი, 19:56
ამ ერს გადახრა აქვს აშკარად. რამოდენიმე კვირის წინ დანიელი ტურისტი გააუპატიურეს. 50 წლის ქალმა ქუჩა იკითხა და სადღაც ჩიხში გაუშვეს და ჯგუფურად გააუპატიურეს.
2014, 24 იანვარი, 18:46
რა გიჯობაა რა ხდება
2014, 24 იანვარი, 16:30
მარტო ეს 13 ადამიანი კიარა,მტელი სოფელი უნდა დაეჭირათ უფრო უპრიანი იქნებოდა
2014, 24 იანვარი, 14:51
ყველაზე მეტად მეზარება ინდოელები :@
2014, 24 იანვარი, 14:51
ეს დამშეული ხალხი სხვა არაფერზე არ ფიქრობს?რა მარაზმია
2014, 24 იანვარი, 10:09
ცამეტივე მათგანი უნდა დაიჭირო და საქვეყნოდ უნდა დაასაჭურისო ეგ იქნება ყველაზე კარგი განაჩენი ეგეთი საქონლებისთვის... :@
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10