x
image
worldsport.ge
ფალკაომ შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვოს

imageწუხელ, საფრანგეთის თასის მატჩში “მონაკომ” ”მონტსი” 3:0 დაამარცხა, თუმცა მონტეკარლოელების სიხარული ერთმა უსიამოვნო ამბავმა დაჩრდილა – მძიმე ტრავმა მიიღო მათმა საუკეთესო მეგოლემ, კოლუმბიელმა რადამელ ფალკაომ. მას მეტოქე სონერ ერტეკი ეუხეშა და მარცხენა მუხლი დაუზიანა. გუნდის ექიმებს საბოლოო დიაგნოზი არ დაუსვამთ, ამიტომ ტრავმის სირთულეზე ჯერ ვერაფერს ამბობენ. ყველაფერი გამოკვლევის შემდეგ გაირკვევა. როგორც ფრანგული სააგენტოები იუწყებიან, უარეს ვარიანტში ფალკაომ შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატზეც ვერ ითამაშოს.


სოლომონ გულისაშვილი

www.worldsport.ge

0
12
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0