x
image
ინტერ-გოგონა
სიყვარულის ისტორია 3
imageროცა ძალიან მაგრად ერთობი და მაშინაც კი გაკლია რაღაც ან ვიღაც ამას რა ქვია ვიცი... მაგრამ ვცდილობ თავს არ გამოუტყდე როგორც იქნა დათო თავს დამტრიალებს მე კი სულ ტელეფონს დავშტერებივარ მესიჯს ველოდები ის კი ჯიუტად იგვიანებს.სასტუმროში ძალიან დაღლილები და პლიუს ნასვამები მივედით ყველა დასაძინებლად ავიდა.მე ბარში დარჩენა ვარჩიე ..კუთხეში ვიჯექი ყავას ვსვავდი და ყველაფერზე ერთად ვფიქრობდი ...საერთო ჯამში კი ვერაფერსაც ვერ ვფიქრობდი..ტელეფონის ზარმა ჯერ შემაშინა მერე კი გული უცნაურად ამიჩქარა ტელეფონს დავწვდი...

-გისმენთ..

-როგორ ხარ?

-კარგად...


-უცნაური ხმა გაქვს..

-ზარმა შემაშინა ..

-რატომ? გეძინა?-

-არა, ვფიქრობდი...

-გავისეირნოთ?..

-ეხლა?დაძინებას ვაპირებ..

-გთხოვ..

-კარგი.. სად ხარ?

-გამოხვალ თუ მე შემოვიდე..

-გამოვალ...

გარეთ გავედი ნიკა მართლაც სასტუმროს წინ იდგა...

-რა გარანტია გქონდა რომ წამოგყვებოდი?

-არ წამოხვიდოდი და სერენადას გიმღერებდი ფანჯრის წინ..

-როგორ გამაცინე..არ გავხარ შენ მაგის გამკეთებელს...

-მეც ეგრე მგონია.თუმცა არ ვიცი იქნებ ოდესმე გავაკეთო კიდეც..

-სიყვარული თავიდან ბოლომდე სიგიჟეა..

-ალბათ ეგრეა, შენ გამოცდილი ხარ მაინც ...

-თუ ეგეთია სიყვარული როგორიც მე ვიცი მაშინ დამიჯერე სჯობს არასდროს შეიყვარო..

-შენ არ გიყვარს..უბრალოდ გინდა რომ გიყვარდეს..

-ან შევეჩვიე...ან მთვრალი ვარ და სისულელებს ვლაპარაკობ...

-თეკლა საერთოდ სიმთვრალეში მარტო სიმართლეს ლაპარაკობს ადამიანი..

-შეიძლება..და შენ?

-რა მე?

-გყვარებია?

-არა..

-ნიკა დავბრუნდეთ, არ მინდა გაიგონ ჩემი გამოსვლა...

უსიტყვოდ მოვბრუნდით ორივე სასტუმრომდე უსიტყვოდ მოვედით..

-წავედი ნიკა ღამემშვიდობის..

-ღამემშვიდობის..

უკან არ მომიხედავს ისე წავედი სასტუმროსკენ"თეკლა" ნიკას ხვა მომესმა და ადგილზე გავჩერდი..

-ხვალ გავისეირნებთ..

-არვიცი ვნახოთ..მეგობრები გამიბრაზდებიან..

-კარგი რა მერე ორი დღით მივდივარ ვნახოთ ხვალ ერთმანეთი..

-მოვიფიქრებ...

ჩუმად ავირბინე კიბეები ისე რომ არავის გაუგია ჩემი არც წასვლა და არც მოსვლა.უარის თქმა არ მიფიქრია დილით როგორც კი გათენდა ჩემს ძმას დავადექი თავზე დასაკერად.

-თემო ჩემი კურსელები არიან ჩამოსულები დღევანდელ დღეს იმათთან გავატარებ შენ და ქეთის ხომ არ გეწყინებათ?

-არა არ გვეწყინება“ჭკუით და ეცადე არ დაიგვიანო..

-თემო მიყვარხარ...

კიბეები ისე ჩავირბინე გეგონებოდათ ვიღაც მოსდევსო ბარში დათოს შევეფეთე..

-თეკლა საით?

-მეგობრებთან...

– ჩვენი გეგმები დაგავიწყდა?

-დღეს უჩემოდ წადით..საღამომდე..

-თეკლა საუბარი მინდა შენთან...

-ეხლა არა რა გთხოვ, მეჩქარება საღამოს ვილაპარაკოთ...

ნიკა ქუჩის კუთხეში მელოდა ...ყოველდღე უფრო მესიმპატიურება...

-გამოიშვი თავი..

-კი საღამო მაქვს რთული, გამიჭედეს...

- შენმა ძმამ?

-არა..

-წამო ყავა დავლიოთ და რამე მოვიფიქროთ..

-კარგი...

ის იყო ყავა მოგვიტანეს რომ ნიკას ტელეფონმაც დარეკა..

ვიღაცას ესაუბრა და ჩვენი ადგილსამყოფელი უთხრა თან დაჟინებით სთხოვა მოსულიყო...

-ვინ დაპატიჯე...

-ერთი გოგო უნდა გაგაცნო?

-გოგო ვინ არის?

-შეაფასე ჩემი მეგობრის თვალით..

-ესე იგი მოგწონს..ძლის მოვაბი თავი...

-ძალიან..

ორივე გავჩუმდით.ამას ნამდვილად არ ველოდი დარწმუნებული ვიყავი რომ მეგობრობა საბაბი იყო..ვფიქრობდი რომ ნიკას ჩემთან ყოფნა სურდა...უცნობი იდუმალი გოგოც გამოჩნდა იმდენად ლამაზი იყო რომ კიდევ უფრო გავბრაზდი..

-გამარჯობათ..მე ნინი ვარ..

-თეკლა ფეხზე წამოვდექი და ხელი გაუწოდე უცნობს..

-დაჯექი ნინ ყავას მოგიტან...წამოდგა ნიკა

- არა ძამიკო შენ იჯექი მე მოვიტან და მოვალ, თქვენ გინდათ რამე?

- არა გმადლობთ ზრდილობიანად ვუპასუხე ნინის...

გაოგნებული გავხედე ძამიკო..მივხვდი რომ ნიკამ მომატყუა...ნიკას გაეღიმა

-იდიოტი ხარ რა გაცინებს..

-მართლა დაიჯერე?

-და დაუჯერებელი რა იყო?რატომ მომატყუე?

-შენი რეაქცია მაინტერესებდა..

-და რას ელოდი?რატომ უნდა მწყენოდა მეგობრის ბედნიერება?

ხო მართლა დღეს ნინისთან ერთად გვესტუმრეთ მე მართლა გაგაცნობ ჩემს შეყვარებულს..შემიფასე როგორია მეგობრის თვალით..

-აუცილებლად..

ეხლა ნიკამ ამარიდა თვალი აშკარად შეეტყო რომ ჩემმა სიტყვებმა გააბრაზა.ამასობაში ნინიც დაბრუნდა.ნინი მართლა კარგი გოგო აღმოჩნდა ძალიან მხიარული და საყვარელი..კაფეში კარგახანს ვიჯექით.შევთანხმდით რომ საღამოს შევხვდებოდით.გაცილებაზე უარი ვთქვი.სასტუმროში მარტო ქეთი დამხვდა ბიჭებს მოუხერხებიათ გაპარვა..

-ქეთ შენ რატომ არ წადი..

-დამეზარა, ეხლა კი ძალიან მომწყინდა რა კარგია რომ მოდი..

-ქეთ აქ ახალი მეგობრები შევიძინე საღამოს აქ მოვლენ ყავა დავლიოთ და გაგაცნობთ..მინდოდა ჩვენებიც ყოფილიყონ მაგრამ არაუშავს.რათქმაუნდა ბიჭები ძალიან გვიანობამდე არ დაბრუნებულან ამიტომ ყავის დალევა მე, ნიკამ ქეთიმ და ნინიმ მოვახერხეთ საღამომ მშვიადად ჩაიარა..წასვლისას ნიკამ ჩუმად მიჩურჩულა..

-დასანანია რომ სენი შეყვარებული ვერ გავიცანი...

-აბა..

-ისე სულაც არაა საჭირო გაცნობა ისე შევაფასებ.."ნამდვილუი იდიოტია"

-და რატო?

-სანამ დაიძინებ იფიქრე და მიხვდები..

ხო, მართლა ხვალ საღამოს გამოგივლი ხუთისთის და მზად დამხვდი..-რახდება?

-სურპრიზია...

მთელი ღამე ვუმტკიცებდი თავს რომ ხვალ არ უნად შევხვედროდი, უკვე ეგ ურთიეერთობა მართლა მაშინებდა სულ მასზე ვფიქრობდი საკურორტო რომანია გაივლის ორი კვირა და ყველაფერი დამთავრდება..მაგრამ სანამ აქ ვარ რატომაც არაა..რა საჭიროა თავის დაფასება თუ მაინც დამთავრდება ყველაფერი?ხვალ აუცილებლად ვნახავ, დათოს ყურებას და ნერვების მოშლას სჯობს გავერთო..ნიკა ისევ ძველ ადგილას მელოდა ოღონდ ამჯერად მანქანით..

-დაჯექი მივდივართ..

-სად?

- უნდა მოგიტაცო..

-სულ არ ვხუმრობ..

-არც მე სერენადა თუ რომანტიულია არც მოტაცება ნაკლები..

ტელეფონმა დაურეკა კი მოვდივართ ნახევარ საათში მან ვიქნებით..კი მოდის..

-და სად მოვდივარ?რა სისულელეა ორ საათში სახლში უნდა ვიყო.თუ სადმე აპირებ წასვლას შენ წადი..მე არ მეწყინება

-თეკლა გთხოვ..ნინიც იქ არის და გელოდება

- კარგი ხო ორი საათით..

-კარგი გპირდები 12 საათზე უკან დაგაბრუნებ

- არა

-კი

მივხვდი რომ აზრი არ ქონდა წინაღმდეგობის გაწევა თან დიდი სურვილიც არ მქონდა მაგრამ ამავდროულად საკუთარ თავზეც ვბრაზობდი..ვხვდებოდი რომ ძალიან დიდ სისულელეს ვაკეტებდი...

გაგრძელება იქნება....







13
123
8-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
123
  
2014, 23 იანვარი, 11:24
ხოოო..არ მიყვარს მრავალფეროვნება და გაიდიალება..
2014, 23 იანვარი, 11:22
მხიარულ ნოტაზე წერ და სხვაპასხუპით იკითხება :)
2014, 23 იანვარი, 11:22
ხუჭუჭააა იმედია კარგად დანვითარდა ეგ ისტორია
2014, 23 იანვარი, 11:21
მადლობა გენაცვალეე
2014, 23 იანვარი, 11:12
კარგია
2014, 23 იანვარი, 10:43
აუფ ეხლა უკვე მართლა შევედი მუღამში..თან ეს ისტორია ძალიან გავს ჩემტვის ნაცნობ ისტორიას..♥
2014, 23 იანვარი, 10:37
ნანა მოტაცება თუ შეყვარებულობა?
2014, 22 იანვარი, 23:35
ვაიმე გააგრზელე რა დროულად
რა დროს შეწყდა :D:D:Dმომინდა ეს სიტუაციააა
2014, 22 იანვარი, 23:25
კაი:P
2014, 22 იანვარი, 23:24
არააა გეტყვი საიდუმლოდ:D:D:D
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10