x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ათეიზმი და რელიგია

imageიესო ქრისტეჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ და გვსურს, მართლმადიდებლობაზე ვისაუბროთ არა როგორც ერთ-ერთ, არამედ ერთადერთ სინამდვილეზე, ერთადერთ სიმართლეზე. ჩვენ ვამტკიცებთ რომ მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის გარდა სხვა სიმართლე არ არსებობს. მაგრამ ამის დამტკიცება შეუძლებელია, თუ არ ვაჩვენეთ ქრისტიანული რელიგიის უსასრულო უპირატესობა და თვისობრივი განსხვავება სხვა მსოფლმხედველობათა და რელიგიათა.

მაგრამ რა აზრი აქვს სხვის წინაშე ქრისტიანობის უპირატესობი წარმოჩენას, როცა საზოგადოდ რელიგიისადმი არაერთგვაროვანი ზოგჯერ მტრული დამოკიდებულებაც კი აქვს ჩვენს ათეიზმის წნეხში გამოვლილ საზოგადოებას.

როცა ათეისტურ და რელიგიურ მსოფლმხედველობაზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, მსჯელობა ადამიანს, მის ცხოვრების საზრისს დავუკავშიროთ.

რა არის ადამიანური ცხოვრების საზრისი? რა თქმა უნდა, არსებობს, სიცოცხლე. ვერავინ იტყვის, ცხოვრების აზრი შეიძლება, არარსებობაში სიკვდილში იყოსო. ამ კუთხით შეფასებაში რელიგიის უპირატესობა ცალსახაა ათეიზმთან, რადგან, რელიგია ცხოვრებას აზრს აძლევს, იგი სიცოცხლეს გვპირდება, ხოლო ათეიზმი მხოლოდ სიკვდილის პერპექტივას გვიშლის თვალწინ.

ადამიანს, როგორც ცოცხალ არსებას, თვითგადარჩენის ინსტიქტი აქვს, ამიტომაც როდესაც მას, სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის არჩევანის გაკეთებას სთავაზობენ, იგი, ბუნებრივია, სიცოცხლეს აირჩევს. განა ასე არ მოიქცევა ტყეში დაკარგული კაცი, რომელსაც ერთნი არწმუნებენ, რომ ტყიდან გასასვლელი არ არსებობს და სამუდამოდ იქ უნდა დარჩეს, ხოლო მეორენი გამოსავალსაც სთავაზობენ და გზადაც უჩვენებენ?

მაგრამ ბუნებრივი არჩევანის გაკეთებაში ადამიანს ხელს უშლის მითი, თითქოს ათეიზმი ლოგიკურად დასაბუთებული, ობიექტურაფ არგუმენტირებული, მეცნიერული მსოფლმხედველობაა, რელიგიური მსოფლმხედველობა კი მხოლოდ სუბიექტურ განცდებსა და ლიტონ რწმენას ეფუძვნება. ათეისტური პროპაგანდით მოწამლულ ადამიანებს და მათ აღზრდილ შვილებს სწამთ ამ მითის ჭეშმარიტება, სჯერათ, რომ მეცნიერებამ მართლა დაამტკიცა ღვთილს არარსებობა, რომ ჭკვიანი ხალხი თავადაც მიხვდნენ ამას. ხშირად ასეთი ადამიანები მორწმუნისაგან ითხოვენ ან შინაგანად ელიან ღვთის არსებობის დამტკიცებას, რელიგიური მსოფლმხედველობის ლოგიკურობის წარმოჩენას.

რას ნიშნავს ღვთის არსებობის დამტკიცება? საერთოდ, რას ნიშნავს ვინმეს ან რამის არსებობის დამტკიცება? განა შეიძლება ვინმეს ან რაიმეს არსებობა მათემატიკური თეორემასავით დაამტკიცო?

ღვთისმეტყველების პროფესორი ა, ი, ოსიპოვს ასეთი იგავი მოჰყავს:

მეცნიერი აუდიტორია ჟირაფის არარსებობას უმტკიცებს. მისი არგუმენტები ასეთია:
ა) იმის გამო, რომ ჟირაფს გრძელი კისერი აქვს, თავის აწევ-დაწევისას წნევის დიდი ცვალებადობიას შედეგად მას აუცილებლად დაუზიანდებია სისხლძარღვები და გული:
ბ) თავდაცვის საშუალები (რქებისა და ეშვების) უქონლობის გამო ჟირაფი არსებობისთვია ბრძოლაში ვერ გადარჩებოდა. და როდესაც პროფესორმა აუდიტორიაზე გამარჯვება უნდა იზეიმოს, რამდენიმე მსმენელი განაცხადებს, რომ ჟირაფი უნახავს.

ასე რომ, თუ გვინდა, ვინმეს ან რაიმეს არსებობა ვირწმუნოთ, ან თვითმხილველებს უნდა ვენდოთ ან დავადგეთ გზას, რომელზეც ისინი მიგვითითებენ, რომ თავად ვიხილოთ.

ქრისტიანობას ღვთის მილიონობით თვითმხილველი ჰყავს. მათგან უმრავლესობა ღმერთს გულით ხედავენ - უფლის მათთან მყოფობას განიცდიან. ეს განხდა და ხილვა იმდნმად რეალური და ობიექტური იყო რომ უმძიმესი ტანჯვა-წამებაც ვერ აიძულებდათ მათ ღვთის უარყოფას.

ღვთის არარსებობის თვითმხილველები არ არსებობენ. ათეიზმს არც ღვთის არარსებობის დამტკიცება შეუძლია და ვერც იმ გზას გვიჩვენებს, ღვთის არარსებობას რომ დაგვანახებს.

ათეიზმი არის რწმენის რწმენათა შორის ერთადერთ, რომელსაც თავისი ნამდვილობას დამამტკიცებელი არც ერთი არგუმენტი არ გააჩნია.

0
86
2-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი გიგიაძე
გიორგი გიგიაძე
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0