x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ჰოფუფი - კიდევ ერთი ახალი მიმართულება სამოგზაუროდ

მეთერთმეტე ულამაზესი მიმართულება საუდის არაბეთში არაბული ავიაგადამზიდავისგან


ავიკომპანია flydubai კვლავაც განაგრძობს ქსელის გაფართოებას და ამ ეტაპზე მის ქსელს ახალი მიმართულება ჰოფუფი ემატება, რომელიც საუდის არაბეთის სამეფოს აღმოსავლეთ პროვინციაში მდებარეობს.

6 თებერვლიდან ალ-აჰსას აეროპორტის მიმარულებით ფრენები კვირაში ორჯერ შესრულდება და იგი სამეფოს მეთერთმეტე ქალაქი იქნება.

imageამ მოვლენასთან დაკავშირებით გაიტ ალ გაიტმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ ჩვენ დიდ მადლიერებას გამოვხატავთ საუდის არაბეთის მთავრობისადმი, რომელმაც მხარი დაგვიჭირა და საშუალება მოგვცა კიდევ უფრო გაფართოებულიყო ჩვენი ქსელი საუდის არაბეთში. ახალი სერვისი კიდევ უფრო გააძლიერებს ვაჭრობასა და კულტურას ორ ქვეყანას შორის."
flydubai პირველი ავიაკომპანიაა რომელმაც პირდაპირი ფრენები დაიწყო დუბაისა და ჰუფოფს შორის და მისი მიზანია კიდევ უფრო შეუწყოს ხელი ვაჭრობასა და ტურიზმს ამ კუთხეში. ახალი მიმართულება საშუალებას მისცემს მგზავრებს იმოგზაუროს სამეფოს ულამაზეს ქალაქში და უკეთ გაეცნოს მის კულტურასა და ისტორიას.image


სამეფოში ფრენების დაწყებით 2010 წლიდან ავიაკომპანიამ საუდის არაბეთის ათი ქალაქი დაუკავშირა დუბაის, ესენია: აბჰა, ჰაილი, ჰუფოფი, გასიმი, ჯედა, მადინა, რიადი, ტაბუკი, ტაიფი და იანბუ.

0
30
1-ს მოსწონს
ავტორი:მაია ჩიტაშვილი
მაია ჩიტაშვილი
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0