x
image
lady.ge
შტრიხები თქვენში ქალურობის დონის გამოსავლენად- როგორ ვარცხნილობას ატარებთ?

image

თმის ფერი და ვარცხნილობა - დიდი ხანია დადასტურებული ფაქტია, ის რომ ვარცხნილობა და ქალის ემოციური სამყარო საკმაოდ ახლო კავშირშია ერთმანეთთან. თმა საკმაოდ ძლიერი ინდიკატორია ჩვენი განწყობის და ხასიათის დასადგენად. ალბათ დაკვირვებიხართ, რომ სტრესის ან ნერვიულობის დროს ბევრი თქვენგან თმას ვერ "იმორჩილებს" და სალონში ვიზიტიც კი ვერ გაძლევთ სასურველ შედეგს. ამას გარდა ნებისმიერი სტრესი თავად თმის სტრუქტურაზე ახდენს პირველ, დიდ დარტყმას, შედეგად თმა მტვრევადი და არაჯანსაღი შესახედაობის ხდება. თმის ფერის არჩევანს კი, ჩვენი ემოციური ველი განსაზღვრავს.დამტკიცებული ფაქტია, თუ ქალი ხშირად და რადიკალურად იცვლის თმის ფერს, იგი საკმაოდ ცვალებადი და შემოქმედებითი ნატურაა. ამიტომ ცხოვრებაშიც ისევე ეყვარება ექსპერიმენტები, როგორც ვარცხნილობის საკითხებში უყვარს მრავალფეროვნება. ქერა თმების მოყვარულთა შორის კი ყველაზე თამამი, ლიდერობის ნიჭით დაჯილდოვებული და საკმაოდ აგრესიული ქალბატონები გვხვდებიან. imageქერათმიანები, ბარბის გარეგნობის მიუხედავად საკმაოდ "ვაჟკაცური" და შემტევი ხასიათის პატრონები არიან, ამიტომ გარეგნობა ნუ მოგატყუებთ მათი შეფასებისას. რაც შეეხებათ წითური - ე.წ "რედჰედი" ვარცხნილობის მქონე ქალბატონებს, imageimageმათთვის მთავარი შინაგანი თავისუფლებაა, ისინი ლაღი და საინტერესო ადამიანები არიან.თუ ქალი თმას წითლად იღებავს, მას სურს ამით ხაზი საკუთარ ეპატაჟურობას გაუსვას და ძირითადად ასეთი ვარცხნილობა კრეატიულ ნიჭსა და ორიგინალუ გემოვნებაზე მიუთითებს. ყველაზე საინტერესოები კი ჩემის აზრით ბუნებრივი ფერის მქონე ან ამ ფერთან მიახლოებული ვარცხნილობის მოყვარული ქალები არიან, imageისინი ორ კატეგორიად იყოფიან, ერთნი რომელთაც ამგვარი ვარცხნილობა "თავშესაფრად" სჭირდებათ, ანუ მათ არ აქვთ პრეტენზია განსაკუთრებულ მომხიბვლელობაზე. კმაყოფილდებიან რა ოჯახური საქმიანობით და სხვებზე ზრუნვით, თავს მრავალსაათიანი მელოდრამატული სერიალების ყურებით ირთობენ და გულში შენატრიან ტელეეკრანებზე გამოჩენილ ლამაზმანებს. აი მეორე კატეგორია, კი ყველაზე გაწონასწორებულ, საკუთარ თავთან ჰარმონიაში მყოფი ქალების კატეგორიას განეკუთვნება- რომელთაც გააჩნიათ განსაკუთრებული, შინაგანი "ხიბლი" რის ხარჯზეც გარეგნულადაც ასევე მომხიბვლელად გამოიყურებიან, როგორც შინაგანად და მათთვის თმის ფერის ხაზგასმა არაფერს ცვლის. ბუნებრიობა ეს მათი ყველაზე დიდი "სამკაულია". ხოლო რაც შეეხება, შავი თმის მოყვარულ სუსტი სქესის წარმომადგენლებს, image ამგვარ ქალბატონებს ყოველთვის აქვთ რაღაც "დასამალი", ზოგს პიროვნულად, ზოგსაც გარეგნულად. შავი თმა შესანიშნავი "ნიღაბია" საიმისოდ რომ მასაში განსაკუთრებული ყურადღება არ მიიქციოთ თქვენი პერსონით, imageთუ მაინც და მაინც გსურთ რომ ეს ყურადღება დაიმსახუროთ, მხოლოდ და მხოლოდ ერთი მარტივი შტრიხი-მკვეთრი წითელი პომადაა საჭირო, რომ უფერული ქალიდნ-"femme fatale"-დ გარდაისახოთ.image

4
7927
20-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
7927
  
2012, 26 აგვისტო, 10:22
გრსძელი თმა მაგარიაა..... მე წელამდე მაქვს თმა და ტავს მშვენივრად ვგრძნობ :D
2012, 21 აგვისტო, 17:05
ჰჰჰნჰჰჰ
2012, 12 აგვისტო, 0:11
ძალიან მაინტერესებს ჩემი პირადი ჰოროსკოპი და შეგიძლიათ მეც დამეხმაროთ? დავიბადე 1992 წლის 15 მაისს 14:40 საათზე. შეგიძლიათ მითხრათ მაგ დროს მთვარე რომელ ფაზაში იყო? მაინტერესებს პირადი ცხოვრების შესახებ ბევრი რამ, მიჩირს ურთიერთობის შენარჩუნება და რატომღაც ყოველთვის ვმარცხდები ამ სიტუაციაში...რომელი პარტნიორი იქნება შეასაფერისი?
2012, 6 ივლისი, 12:49
კრიიიი ყველაზე მაგარი ))
0 1 4