x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ცაცია ადამიანი და მითები ცაციაობაზე
როგორც ვიცით, ცაციაობაში იგულისხმება მარცხენა ხელით მოქმედებისათვის უპირატესობის მინიჭება. ის შეიძლება იყოს: გენეტიკური(მემკვიდრეობითი), კომპენსატორული (ნაყოფის განვითარებაში არსებული დარღვევების ან ტრამვის შედეგად) და იძულებითი (მარჯვენა ხელის უქონლობის შემთხვევაში). სტატისტიკის მიხედვით მემარჯვენე არის ადამიანთა 60-65%, ამბიდექსტრები (ორივე ხელით მოქმედნი) - 25-30% და ცაციები-5-15%. მათი რაოდენობა დედამიწაზე დაახლოებით 600 მილიონია.

ბევრი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ცაციაობა გადადის მემკვიდრეობით. ბავშვების 50% იბადება ცაცია, თუ ორივე მშობელი ცაციაა. გადაცემა, ძირითადად, ხდება მამაკაცის ხაზით. ცაციები ბიჭებს შორის გაცილებით მეტია, ვიდრე გოგონებს შორის.

ცაციობა არ არის დაკავშირებული მემარცხენეობასთან. ხშირად ცაციას ძლიერი დარტყმა აქვს მარჯვენა ფეხიდან, კარგი მიზანი - მარჯვენა თვალში. შეიძლება პირიქითაც იყოს.

ყველა დროში "მემარჯვენე" უმრავლესობა ცაციებს ეჭვის თვალით უყურებდა.


ცაციაობასთან დაკავშირებით არაერთი მითი არსებობს.ესენია:

მითი პირველი. ცაციები ძნელად ჩაერთვებიან საზოგადოებაში, მათ შორის ბევრია "ძნელად აღსაზრდელი" მოზარდი. ნაწილობრივ ასეცაა, მაგრამ ბავშვის დევიანტური ქცევების მიზეზი არის არა მარტო ცაციაობა, არამედ ბავშვებში მისდამი უარყოფითი დამოკიდებულება, როდესაც ბავშვს აიძულებენ, რომ ხატოს, წეროს "მეორე" ხელით, შედეგები არც თუ ისე წარმატებულია. ცაცია ბავშვი მარჯვენა ხელით ყველაფერს გაცილებით ნელა და ცუდათ აკეთებს, ვიდრე მისი თანატოლი- მემარჯვენე. ამის გამო ის უარესად სწავლობს სკოლაში, მალე იღლება და ა.შ.

მითი მეორე. ცაცია ადამიანები ტალანტები, ხშირად კი უბრალოდ გონიერები არიან. მართალია, ცაციებს შორის ბევრი ცნობილი ადამიანია (მიქელანჯელო, ლეოდანრო და ვინჩი, ალექსანდრე მაკედონელი, ნაპოლეონი, ჩარლი ჩაპლინი, პოლ მაკარტნი და ა.შ), მაგრამ მათი პროცენტული მაჩვენებელი მემარჯვენეებს შორისაც არა ნაკლებია.

მითი მესამე. ცაციები, როგორც წესი-ჰუმანიტარები არიან.მართლაც, მწერლებს, ჟურნალისტებს, მსახიობებს შორის შეინიშნება უფრო მეტად ცაცია, ვიდრე ინჟინრებს, ზეინკლებს შორის. ამას აქვს ახსნა. თითქმის ყველა ტექნიკური აღჭურვილობა დამზადებულია მემარჯვენეებისათვის, ცაციასთვის რთულია ასეთ მოწყობილობებთან მუშაობა, ამიტომ ისინი ირჩევენ ისეთ პროფესიას, სადაც არ მოეთხოვებათ რთული და ზუსტი მოძრაობების შესრულება მარჯვენა ხელით.

მითი მეოთხე. ცაციების ტვინი მოწყობილია მემარჯვენეთა ტვინისაგან განსხვავებულად. მემარჯვენე ადამიანის მარცხენა მხარეს მართავს ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო, მარჯვენას კი - მარცხენა. თანამედროვე გამოკვლევებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანის სხეულის მარჯვენა და მარცხენა მხარეების მართვაში მონაწილეობას იღებს ორივე ნახევარსფერო.

მითი მეხუთე. ცაციები მოუქნელები არიან. ცხადია, ხელწერა ცაციას არ ექნება მთლად საუკეთესო, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვაიძულებთ და მივაჩვევთ მოუხერხებელი ხელით წერას. თავიდანვე მარცხენა ხელის განვითარების შემთხვევაში ცაციები იზრდებიან ძლიერები და მოხერხებულები.

1
770
4-ს მოსწონს
ავტორი:ნატო ტივაძე
ნატო ტივაძე
770
  
2014, 22 იანვარი, 19:36
მე ცაცია ვარ,ყველა საოჯახო და საჭირო საქმე მარცხენა ხელით,წერითაც მარცხენათი ვწერდი მაგრამ პირველივე კლასში დამიშალა მშობლებმა და ძლივს მივეჩვიე მარჯვენათი წერას,ახლა ორივე ხელით შემიძლია წერა:)
0 1 1