x
image
worldsport.ge
ზურაბ აზმაიფარაშვილი პრეზიდენტობას აპირებს

imageსაერთაშორისო დიდოსტატი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის პირველი მოადგილე ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტობას აპირებს.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის საჭადრაკო კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები 2014 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის მსვლელობის დროს ჩატარდება, რომელსაც მიმდინარე წლის აგვისტოში ნორვეგიის ქალაქი ტრომსიო უმასპინძლებს. ამჟამად, ევროპის საჭადრაკო კავშირს ბულგარელი სილვიო დანაილოვი ხელმძღვანელობს.


როლანდ ლაბუჩიძე

www.worldsport.ge

0
72
1-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0