x
image
კატაპულტი
რა ხდება უკრაინაში?
image
უკრაინაში ვითარება ყოველ წუთს სულ უფრო და უფრო იძაბება.გრძელდება შეტაკებები მომიტინგეებსა და სამხედრო ძალებს შორის.ამ დროისათვის დადასტურებულია 3 ადამიანის გარდაცვალება, დაუზუსტებელი ინფორმაციით კი ეს რიცხვი ხუთს შეადგენს.

ორი დემონსტრანტი მოკლულია ცეცხლსასროლი იარაღით.როგორც სამედიცინო სამსახურის წარმომადგენელი აცხადებს, გარდაცვლილებს ტყვია ყელისა და თავის არეში აქვთ მოხვედრილი, რამაც სიკვდილი გამოიწვია.

მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ მთავრობა და ოპოზიცია.უკრაინის პრემიერმინისტრის განცხადებით, შეუძლებელია გარდაცვლილები სამხედრო ძალების მიერ იქნან მოკლულნი, რადგან ისინი მხოლოდ რეზინის ტყვიებსა და ცრემლსადენ გაზს იყენებენ;აქციების აგრესიული ფორმით გაგრძელების შემთხვევაში, ქვეყნის პრემიერმინისტრი უფრო მკაცრი ზომების გატარებით იმუქრება.

საპირისპიროს აცხადებენ დემონსტრანტები.მათი თქმით, აქციის აქტიურ მონაწილეებზე სნაიპერები ნადირობენ.


image

დღეს დილით პოლიციამ შეძლო და დემონსტრანტები ცენტრალური მოედნიდან განდევნა, თუმცა ვითარება კვლავაც დაძაბული რჩება.კიევის ქუჩებში სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის.რამდენიმე შენობა და ავტომანქანა ცეცხლის ალშია გახვეული.

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ოპოზიციას მოლაპარაკების მაგიდასთან პრობლემის გადაჭრა შესთავაზა, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს მკვლელობის ფაქტების გამოძიება დაავალა.

image

ოპოზიციის ლიდერი, ვიტალი კლიჩკო მოლაპარაკებებს დასთანხმდა და დღის განმავლობაში მათი შეხვედრა იგეგმება.

0
55
3-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0