x
image
lady.ge
წყვილების შეთავსება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით - ვის ეწყობა კირჩხიბი?

imageკიბო კაცი ვერძი ქალი-საკმაოდ არასაიმედო კავშირია. ტიპიური ვერძისთვის კიბო, ძალიან რბილი, წუწუნა და პესიმისტი ნატურაა. ასეთ მოსაწყენ მამაკაცთან კი ვერძი ქალი ნაკლებად გაძლებს. თუ მაინც მოახერხა კიბომ მისი მარწუხებში მოქცევა და ცოლად მოყვანა, მერე გამუდმებული კინკლაობა გარანტირებული აქვს, რადგან ქალი ვერძი ვერ აიტანს ვინმესგან თავისუფლების შეზღუდვას, თუნდაც ეს ვინმე მისი ქმარი იყოს.



კიბო ქალი ვერძი კაცი-გაცილებით უკეთესი კავშირია. რადგან ვერძ კაცს მშვენივრად აწყობს რაინდის როლის თამაში უმწეო, სუსტი და დაუცველი ქალის გვერდით, ამ როლის შესრულება კი კიბო ქალზე უკეთ არავის შეუძლია.



კიბო ქალი კურო კაცი-საკმაოდ კარგი წყვილი გამოდის ამ ორისგან. ისინი შესანიშნავ ოჯახს ქმნიან, რადგან ორივეს უყვარს სახლი, კომფორტი, გემრიელად ჭამა და რაც მთავარია ფული. ოღონდ ფულის ხარჯვა კი არა, შეგროვება. კირჩხიბისთვის კურო ზუსტად ის კაცია ვისაც მისთვის სტაბილურობის და დაცულობის შეგრძნების შექმნა შეუძლია. კუროსთვის კი, კირჩხიბი ჭეშმარიტი დიასახლისი და ოჯახის დედაა.



კიბო კაცი კურო ქალი-არცთუ ცუდი კავშირია, თუმცა ამ შემთხვევაში საპირისპირო ვარიანტისგან განსხვავებით, ბუნებით ძლიერ კურო ქალს, გაუჭირდება აიტანოს კირჩხიბი მამაკაცის პერიოდული დეპრესიები, სასმელთან "მეგობრობა" და სენტიმენტალური წუწუნი. თუმცა კავშირი მაინც შესაძლებელია. თუ კარგი ცოლ-ქმარი არ დადგება მათგან, ქონებას მაინც დააგროვებენ ან საოჯახო ბიზნესს წამოიწყებენ ერთად.



კიბო ქალი ტყუპი კაცი-საკმაოდ რთული კავშირია, ბუტია და წყენია კირჩხიბს ძალიან რთულად ესმის ტყუპი კაცის ზედაპირულობა, უპასუხისმგებლობისკენ მიდრეკილება და არცთუ ერთგული ხასიათი. კიბო ბუნებით მესაკუთრეა, ტყუპს კი ვერანაირ ჩარჩოებში ვერ მოაქცევ, ეს იგივეა ჰაერს სდიო დასაჭერად.

კიბო კაცი ტყუპი ქალიimage-საკმაოდ ხშირი და ჩემი აზრით არცთუ ურიგო კავშირია. განსაკუთრებით თუ ეს ქორწინება გვიან ასაკში შედგება, მაშინ როცა ტყუპი ქალი თავგადასავლებისგან უკვე დაიღალა, კირჩხიბს კი ამ დროს საკმარისი ქონება და კაპიტალი აქვს დაგროვილი. იგი სიამოვნებით იყოლიებს გვერდით, ლამაზ და განათლებულ ცოლს. რომელსაც ერთი ნაკლი აქვს -ბევრი ლაპარაკი უყვარს.
კიბო ქალი-კიბო კაცი- საკმაოდ კარგ წყვილს ქმნიან. ორივეს უყვარს ოჯახი, ნათესავებზე ზრუნვა, ფინანსური სტაბილურობა და ა.შ თუმცა პრობლემა ისაა რომ ორივე წყენია და ბუტიაა, რის გამოც შესარიგებლად არც ერთი არ იჩენს ინიციატივას კონფლიქტის მერე, ამიტომ მათი გაბუტვა დიდხანს გრძელდება, ეს კი ურთიერთობას აზიანებს,

კიბო ქალი ლომი კაცი-საკმაოდ კარგი წყვილია. მით უმეტეს თუ კიბო ქალი არ მიეკუთვნება ტიპიურ კირჩხიბთა რიცხვს. ლომს მოსწონს მასზე სუსტ, დაუცველ და სათუთ ქალებზე ზრუნვა, კირჩხიბი ქალი კი ზუსტად ასეთია როცა მას ამ როლის მორგება სურს.


კიბო კაცი ლომი ქალი-საკმაოდ კარგი წყვილია, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კიბო შეეცდება აკონტროლოს თავისი ეჭვიანი და მესაკუთრული ბუნება, ლომი ქალის მიმართ რომელიც ბუნებით აქტიური და ეპატაჟური ფიგურაა, სხვამხრივ ყველაფერი კარგადაა, ლომს მოსწონს როცა ანებივრებენ სითბოთი, მზრუნველობით და საჩუქრებით, რაც მას კირჩხიბთან ნამდვილად არ მოაკლდება.



კიბო ქალი ქალწული მამაკაცი- საკმაოდ კარგი წყვილია. ორივეს უყვარს კომფორტი, სიმყუდროვე, სტაბილურობა და რაც მთავარია ფული, ბევრი ფული. ისინი დაეხმარებიან ერთმანეთს რომ სოლიდური კაპიტალი დააგროვონ, მთავარია ქალწულმა ზედმეტად არ აკრიტიკოს ამ საკითხში ძალიან ემოციური კიბო.


კიბო კაცი ქალწული ქალი- საკმაოდ კარგი წყვილია. მათ ოჯახში ყოველთვის იქნება კომფორტი, წესრიგი და სიმყუდროვე. თუმცა შესაძლოა პრობლემა შექმნას ქალწულის ემოციურმა სიცივემ, კიბო გამუდმებით მოითხოვს სითბოს აშკარად გამოხატვას. ქალწულს კი ბევრი "უწი-პუწი" არ უყვარს.


კიბო ქალი სასწორი მამაკაცი-საკმაოდ რთული კავშირია. სასწორის ცვალებადი და მერყევი ხასიათი გამუდმებით არასტაბილურობის შეგრძენბას უქმნის კიბო ქალს, რომელიც მამაკაცისგან სიმყარის და დაცულობის გარანტიას მოითხოვს. აქედან გამომდინარე ხშირ შემთხვევაში ასეთი კავშირი ნაკლებად პერსპექტიულია.



კიბო კაცი სასწორი ქალი- შედარებით უკეთესი ვარიანტია, ვიდრე ამის შებრუნებული კომბინაიცა, თუმცა ამ შემთხვევაში კიბო მამაკაცის დეპრესიულობა და მესაკუთრული ხასიათი დათრგუნავს ბუნებით ესთეტიურ სასწორ ქალს.ამასთან ერთად მას არ მოეწონება კიბოს გამუდმებული შიშები მომავალთან დაკავშირებით.



კიბო ქალი მორიელი მამაკაცი-საკმაოდ კარგი წყვილია. ამ შემთხვევაში უფრო მორიელისთვის ხელსაყრელი. მორიელი საკმაოდ კარგად ერთობა კიბოსნაირი მსხვერპლით, თუმცა მისი ემოციური ბუნების გამო უყვარს კიდეც იგი. საკმაოდ კარგი წყვილია, თუ კიბო ქალი ადაპტაციის რთულ პერიოდს გადაიტანს და შეეგუება.

image

კიბო კაცი მორიელი ქალი- არც ესაა ცუდი კომბინაცია. მორიელი ქალისთვის კიბო საკმაოდ მისაღები მამაკაცია. თუმცა იქნება პრობლემებიც და არცთუ იშვიათად. ძირითადად ეს პრობლემები სექსუალური კუთხით წარმოიქმნება, რადგან კირჩხიბი ხასიათის ადამიანია და მისთვის სექსუალური მოთხოვნილებებიც საერთო განწყობას უკავშირდება, რაც გაუგაბარია მორიელისთვის.


კიბო ქალი მშვილდოსანი კაცი- ჩემის აზრით ერთერთი (თუ ერთადერთი) ნიშანია, რომელიც თავქარიანი მშვილდოსნის წარმატებით "მოჩანგვლას" ახერხებს. მას შეუძლია მშვილდოსანს არა მარტო თავი შეაყვაროს, ჩაუნერგოს დანაშაულის შეგრძნებაც, რის გამოც წრეზე მორბენალი მშვილდოსანი კაცი, საბოლოოდ მაინც კირჩხიბთან გააკეთებს "ბოლო დაშვებას".


კიბო კაცი მშვილდოსანი ქალი-იშვიათი და საკმაოდ პრობლემური კავშირია. კირჩხიბი მამაკაცის ეჭვიანობას, მესაკუთრეობას და პესიმისტურ განწყობას ქალი მშვილდოსანი ვერასოდეს გაიგებს და აიტანს. უფრო მეტიც ასეთ ატმოსფეროს მისი დანერვოზება შეუძლია.


კიბო ქალი თხის რქა კაცი-ძალზე ხშირი წყვილია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთმანეთის ოპოზიციური ნიშნები არიან მიზიდულობა დიდია. ხშირად ქმნიან ოჯახს საერთო ინტერესების გამო. ორივეს უყვარს ტრადიციები, კომფორტულად ცხოვრება და ოჯახური კერა. საკმაოდ კარგი მეუღლეები დგებიან.


კიბო კაცი თხის რქა ქალი- ნაკლებად პერსპექტიული კავშირია. ქალი თხის რქა ძალიან ძლიერი და ამბიციური ქალია, საიმისოდ რომ დეპრესიისკენ მიდრეკილი და ფრთხილი კიბო აიტანოს. მისთვის გაუგებარი იქნება კიბოს შიშები და ჩაკეტვები.


კიბო ქალი მერწყული კაცი- ისინი სხვადასხვა პლანეტა ცხოვრობენ. ამითომ ამ ორისგან კარგი წყვილი იშვიათად დგება. კიბო ქალს სტაბილურობა უნდა, მყარი საფუძველი ფეხქვეშ. მერწყულმა კი არასოდეს იცის ხვალ რა იქნება, ამიტომ დაპირებებსაც ერიდება. თავად განსაჯეთ გამოვა აქედან რამე?


კიბო კაცი მერწყული ქალი- ნაკლებპერსპექტიული ურთიერთობაა. მერწყულ ქალს თავისუფლება უყვარს, ვერაფრით აიტანს შეზღუდვებს, კიბოს კი სჭირდება რომ საყვარელი ადამიანი მას ეკუთვნოდეს და კონტროლში ყავდეს. ძალზე რთული იქნება ამ ორის ერთად ყოფნა.


კიბო ქალი თევზი კაცი-საკმაოდ კარგი კავშირია. მათი ემოციური ბუნება ძალიან მსგავსია. ამიტომ თევზ კაცს კარგად ესმის კირჩხიბის ხასიათი.მის პერიოდულ შიშებსაც გაგებით ეკიდება. თუმცა შეუძლია მხოლოდ ემოციური მხარდაჭერა შესთავაზოს. რაც შეეხება ყოფით საკითხებს, ამაზე თავად მოუწევს ზრუნვა კირჩხიბს.


კიბო კაცი თევზი ქალი-საკმაოდ კარგი წყვილია, კირჩხიბს სწორედ ასეთი პარტნიორი სჭირდება. რბილი, დამყოლი გამგები, მორჩილი. მათი ურთიერთობა საკმაოდ კარგად განვითარდება, თუ თევზი ქალი შესძლებს აიტანოს კიბოს ხასიათი ბოლომდე.

0
12446
4-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
12446
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0