x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ცნობილი ადამიანები,რომლებმაც კიბო დაამარცხეს

20 იანვარს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ცნობილ მომღერალს, ტელეწამყვანს და მსახიობს ჟანა ფრისკეს კიბო აქვს, რითაც დადასტურდა რამდენიმე დღის წინ აგორებული ჭორები.სამწუხაროდ, მომღერალს მეოთხე სტადიის სიმსივნე თავში აქვს გაჩენილი.ბოლო წლებში მრავალი ცნობილი ადამიანი დაიღუპა კიბოთი(პატრიკ სუეიზი, დენის ჰოპერი, პოლ ნიუმანი, ჯორჯ ჰარისონი, ჯონ ლორდი, ნიკო გომელაური, ალექსანდრე აბდულოვი და მრავალი სხვა), თუმცა ქვემოთ მოგითხრობთ იმ ცნობილ ადამიანებზე, რომლებმაც შესძლეს კიბოს დამარცხება.image 1-ანჯელინა ჯოლი-მსახიობმა წინასწარ დაიზღვია თავი და სარძევე ჯირკვლები ამოიკვეთა."ექიმებმა მითხრეს, რომ ონკოლოგიური დაავდების განვითარების შანსი ჩემში 87% შეადგენს".მით უმეტეს, რომ მსახიობს გენეტიკური საშიშროება ჰქონდა.დედამისი 56 წლის ასაკში, 10 წლიანი ბრძოლის შემდეგ მკერდის კიბოთი დაიღუპა.image 2-რობერტ დე ნირო-მსახიობს 2013 წელს პროსტატის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, ექიმები ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილი, რადგან ადრეული სტადია იყო.მსახიობს პროსტატექნომია გაუკეთეს-ყველაზე ეფექტური ოპერაცია და მსახიობმაც ნელ-ნელა დაიწყო გამოჯანმრთელება.ამჟამად მსახიობი აბსოლუტურად ჯანმრთელია და მას შემდეგ კიდევ 20 ფილმში მიიღო მონაწილეობა.image 3-კაელი მინოუგი-2005 წელს ევროპული ტურნეს დროს 36 წლის ასაკში, მომღერალს საშინელი დიაგნოზი დაუსვეს-მკერდი კიბო.მან შეწყვიტა კონცერტები და ოპერაცია გაიკეთა, გაიარა 8 თვიანი მკურნალობის კურსი და ქიმიოთერაპია ჩაიტარა.საბედნიეროდ მომღერალი დღესდღეობით აბსოლუტურად ჯანმრთელია, მან ამ მწარე გამოცდის შემდეგ შექმნა ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ქალებს ჩაიტარონ დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა.image 4-ანასტეიშა-მომღერალს პირველად 34 წლის ასაკში, 2003 წელს აღმოუჩინეს მკერდის კიბო, ინტენსიური მკურნალობის შემდეგ ავადმყოფობამ უკან დაიხია, თუმცა 2013 დასაწყისში ისევ დაბრუნდა, მომღერალი მოერედ მოერია კიბოს-"არასდროს არ მისცეთ უფლება კიბოს, რომ დაგიპყროთ!იბრძოლეთ ბოლომდე"-განაცხადა მომღერალმა.image 5-მაიკლ დუგლასი-მსახიობს 2011 წელს ენაზე აღმოაჩნდა კიბო.ქიმიოთერაპიის შემდეგ ბერძნული კაკლის ტოლა სიმსივნე გაქრა, თუმცა მსახიობს ელოდა მთლიანად ენის მოჭრის საშიშროება.image 5-როდ სტიუარტი-ბრიტანელ მომღერალს ფარისებრი ჯირკვლის კიბო 2000 წელს დაუდგინეს.რამდენიმე თვის შემდეგ იგი სრულიად განიკურნა.ყოველივე ამის შემდეგ მომღერალმა სიმღერა მიუძღვნა 19 წლის ტერი ფოქსს, რომელსაც კიბოს გამო ფეხი მოაჭრეს და რამდენიმე წლის შემდეგ პროტეზით მთელი ქვეყანა ფეხით მოირბინა, იმისთვის რომ შეეგროვებინა თანხა ონკოლოგიურად დაავადებულთათვის.image 6-სინტია ნიქსონი-მირანდას როლის შემსრულებელს "სექსი დიდ ქალაქში", 2002 წელს აღმოუჩინეს მკერდის კიბო, თუმცა მსახიობმა უჩუმრად, ბევრი ხმაურის გარეშე იმკურნალა, მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც იგი საბოლოოდ გამოჯანმრთელდა, მაშინ გახდა მისი ავადმყოფობა ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი.image 7-ლენს ამსტრონგი-ლეგენდარულ ველომრბოლელს, Tour de France-ის 7 გზის ჩემპიონს 1996 წელს საკვერცხეებზე აღმოაჩნდა კიბო ღრმად გამჯდარი მეტასტაზებით.მას ფაქტიურად გადარჩენის შანსი არ ჰქონდა.ამიტომ სპორტსმენი დათანხმდა სარისკო ექსპერიმენტულ მკურნალობის მეთოდს, რომელსაც ბევრი გვერდითი მოვლენები ჰქონდა.ის გადარჩა.ამჟამად სპორტსმენმა დაარსა ფონდი-რომელიც კიბოთი დაავადებულებს ეხმარება.image 8-ჩარლი უოტსი-ლეგენდარულ Rolling Stones-ის დრამერი ყელის კიბოთი 2004 წელს დაავადდა, მით უმეტეს, რომ მუსიკოსმა 20 წელია მოწევას თავი დაანება.თუმცა, 69 წლის დრამერი დღეს-დღეობით მშვენივრად გრძნობს თავს.image 9-იოსებ კობზონი-2005 წელს მომღერალმა გერმანიაში სიმსივნის ამოკვეთის მძიმე ოპერაცია გადაიტა, რამაც იმუნიტეტის მკვეთრი დაქვეითება გამოიწვია.ამის გამო მომღერალს პრობლემები დაეწყო ფილტვებზე და ღვიძლზე.2009 წელს კობზონს მეორე ოპერაცია გაუკეთეს, იგი დღესაც აგრძელებს მკურნალობას.image 10-ლაიმა ვაიკულე-მომღერალს 1991 წელს მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, მან ა.შ.შ-ში იმკურნალა, მისი გადარჩენის შანსი მცირე იყო, თუმცა დღესდღეობით იგი კარგად გრძნობს თავს."გადატანილი ავადმყოფობის შემდეგ სხვანაირად შევხედე ცხოვრებას"- განაცხადა მომღერალმა, ამის შემდეგ იგი უფრო დიდ ყურადრებას უთმობს თავის ახლობლებს და მეგობრებს.

2
670
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
670
  
2016, 6 თებერვალი, 15:26
სოდა სვიტ კვირაში და თვეში რამდნჯერმე პროფილაქტიკის მიზნიტ ცხელს წყალში ხსნიტ და ისე და არანაირ დაავადება კიბო ლეიკემიის ჩატვლიტ არ მოგეკარებატ იუტუბიზე და ნეტზეც უამრავი ვედოე და სტატია დევს, დაგოგლოეტ ინგლუსად ვინც არ იციტ რუსულად სოდა ლეჩიტ მე განვიკურნე სიმსივნე მქონდა

p.s.ცარიელ მუცელზე უნდა დალიოტ სოდა, აქეტ იქიტ მინ 1-2 სტ ნაჭამი არ უნდა გქონდეტ


კიბოიანები კი უმატებტ 1 ჩ კოვზზე 3 დოზა ტაფლს და ისე სვამტ
2014, 21 იანვარი, 23:42
კარგი იყო
0 1 2