x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორ მუშაობენ და რა ხდება რუსეთის დუმაში სხდომების დროს.

როგორ
მუშაობენ და რა ხდება რუსეთის დუმაში სხდომების დროს.

ინტერნეტში გადავაწყდი სტატიას რუსეთის საკანონმდებლო ორგანოზე-დუმაზე და იქ
მოღვაწე ცნობილ და ნაკლებად ცნობილ დეპუტატებზე.

პუტინის „აპოლოგეტები“, ცნობილი
მომღერლები, მსახიობები, სპორტსმენები (კაბაევა, ვალუევი) ისე გახდნენ რუსეთის
დუმის წევრები ალბათ თავადაც ვერ მიხვდნენ თავის დროზე და არა მგონია ახლა მით
უფრო „იმტვრიონ“ თავი ამაზე ფიქრით.

ერთი სიტყვით ამ უზარმაზარი ქვეყნის
რჩეულები დუმაში მოხვდნენ და აუშვეს „აფრები“, დუმაში დასაძინებლად მისულ არჩეულ დეპუტატს რომ დაინახავს უბრალო
ამომრჩეველი, ბუნებრივია გაუჩნდება კითხვა ამ დეპუტატის მიმართ, მაგრამ ვინ
მიაკარებს?

ჟირინოვსკის პარტიის წევრები
დუმისათვის შეუფერებელი ჟურნალის დათვალიერებით ერთობიან, კობზონი კაბაევასთან
კაბაევას საფულის დათვალიერებითაა გართული, ერთი ჯგუფი დეპუტატებისა პრესის
გაცნობითაა დაკავებული, ერთერთი დეპუტატი
ლამისაა „მხართეძოზე“ წამოწვეს, თან ისეთი აღფრთოვანებული სახე აქვს, გეგონება მის ამომრჩევლებს ყველა წინასაარჩევნო
დაპირება აუსრულა და ახლა ამას ზეიმობდეს.

ერთ კაცი კი დეპუტატებს წინ გაუხსნელი არაყის
ბოთლს უდებს და „ცელოფნის“ პარკიც ისე
აქვს დადებული, ეტყონა შიგნით ამ არაყის მისაყოლებელი აქვს მომარაგებული.

ორი საკმაოდ სიმპატიური ქალბატონი კი
ეტყობა „ყურცქვიტა და ბაჭიას“ თამაშობს.

ზოგიერთი კი ისე ამთქნარებს თითქოს ღამის ცვლის მერე სახლში იჯდეს საკუთარ
დივანზე. მამაკაცი კი ქალბატონ დეპუტატს „პლანშეტზე“ შაშს ეთამაშება, ერთერთი
დეპუტატი კი ეტყობა „ძუნწია“ და გვერდით მჯდომ კოლეგასაც არ უჩვენებს ისე თამაშობს
ბანქოს „პლანშეტზე“.

მამაკაცს კი ეტყობა რომ საკმაოდ სახალისო
ამბავს ჰყვება, რადგან კოლეგა ქალბატონები საკმაოდ გულიანად „კისკისებენ“.
ზოგიერთები საკუთარი ზე თანამედროვე ტელეფონების შედარებით არიან დაკავებული, ასაკოვანი
ქალბატონი კი მოდის ჟურნალს ათვალიერებს, დეპუტატი მამაკაცი კი სავარაუდოდ პორნო
ჟურნალს.

მამაკაც დეპუტატს კი ისე „გემრიელად“
ძინავს კეთილი შურით შეგშურდება და ეტყობა კიდეც მის კოლეგას ისე დაჰყურებს ზედ.

ერთერთი დეპუტატი მამაკაცი ეტყობა კარგ
ხასიათზეა და სურათზეც ნახავთ როგორ გამოხატავს ამას. სხვა დეპუტატი კი 4 საშვს ავსებს სხვადასხვა
გვარზე, ალბათ უმრავლესობის წევრია.

ზოგიერთს კი ხატვის „ნიჭი“ აღმოაჩნდა და
ხატავს. ქალბატონ კაბაევას კი ისე
მოუღერებია ყელი თითქოს, დაბადებიდან პოლიტიკოსი იყოს და დეპუტატობაც მისთვის იყოს
„ზედგამოჭრილი“.

არ ვიცი ვინ როგორ შეაფასებს ამ სტატიას,
მაგრამ მე ჩემს მოვალეობად ჩავთვალე თქვენთვის გამეცნო რუსეთის დუმის წევრების მცირე ნაწილი, რათა
შემეხსენებინა თქვენთვის რა სახის პოლიტიკოსებთან გვაქვს საქმე. ეს ადამიანები
წარმოადგენენ რუსეთის საკანონმდებლო
ორგანოს, ქვეყნისა რომელსაც ჩვენი ქვეყნის 20 % აქვს ოკუპირებული.

გთავაზობთ სურათებს რუსეთის დუმის
დეპუტატებზე.

imageimageimage imageimageimageimageimageimageimage imageimageimage imageimageimageimageimage





















8
98
16-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
98
  
2014, 20 იანვარი, 22:58
საინტერესო იქნება სტატია ამავე თემატიკით საქართველოს 90-იან წლებზე დღეში 7-ჯერ რომ იმართებოდა მუშტი-კრივი,და სტატიის სათაური რომელი პარლამენტარი ურტყამს უკეთესად?:)
2014, 20 იანვარი, 22:27
მართლა დუმაშია მაგათი ადგილი რა
2014, 20 იანვარი, 22:13
:))))))))))))))))))
2014, 20 იანვარი, 22:11
ესენი ჩვენზე უარესები ყოფილან:D
2014, 20 იანვარი, 21:54
ალბათ არც ჩვენი პარლამენტარები იქნებიან უკეთეს დღეში..რა ენაღვლებათ, აწყობილი აქვთ ცხოვრება და ხალხის ბედი ნაკლებად ანაღვლებთ:(
2014, 20 იანვარი, 21:47
სჯობდა ანლაიქი დაგეწერა.
2014, 20 იანვარი, 21:38
ასეთი სტატიების კითხვა არ მაინტერესებს ამიტომ წაუკითხავად გიწერ ლაიქს ....
0 1 8