x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
კურო მამაკაცი
image21 აპრილი - მაისი 21


საინტერესოა როგორ წარმოგიდგენიათ ხბო მამაკაცი? ჯერ ერთი, ზანტი, ჭკუადამჯდარი, ფრთხილი, მშვიდი, აზრიანი და საკმაოდ ცხოვრებისეული. ხბო თმის ძირებიდან ფეხის ფრჩხილებამდე პრაქტიკული პიროვნებაა, მაგრამ კიდევ ერთი ღირსება გააჩნია, რომელიც ყოველივე ზემოთჩამოთვლილს არ გამორიცხავს და მაინც არაფრით უკავშირდება მათ. ეს არის რომანტიზმი.

ამ ძლიერ, მამაკაცურ ზოდიაქოს ხომ სიყვარულისა და მშვიდობის პლანეტა ვენერა მფარველობს.

ხბო დიდი ხანი ფიქრობს, სანამ ქალზე რაიმეს გადაწყვეტდეს, მაგრამ თუ გადაწყვიტა, რომ მისი რჩეული თქვენ ხართ, სხვა მეტოქეებს ფორად 100 ქულას მისცემს. სანამ ცოლობაზე თანხმობას არ ეტყვით, ყოველ დილით ყვავილების თაიგულს მოგართმევთ. იგი ნაზი, ყურადღებიანი და მზრუნველი შეყვარებულია. შეიძლება თქვენს წინაშე კომპლიმენტებად არ დაიღვაროს, მაგრამ უთუოდ გამონახავს რაიმე საშუალებას, რათა დაგანახოთ როგორ აფასებს თქვენს სილამაზეს.


ხბოს ფულის ქარისთვის გატანება არ უყვარს, მაგრამ მოსწონს როცა ლამაზად გამოიყურებით და სიამოვნებით მოგიძღვნით ძვირფას სამკაულსა თუ ბეწვეულს.

ხბო ზედმეტად მმგრძნობიარეა მუსიკისადმი. ეჭვგარეშეა მას საყვარელი მელოდიაც ექნება, რომელიც თქვენს თავს აგონებს. კუროს არც ნიშნობის, ქორწინების, დაბადების, სიყვარულის დღის თუ სხვა თარიღები ავიწყდება ოდესმე.

კურო თავის კეთილდღეობას საკუთარი ხელით აშენებს, წვრილმანებზე დროს არ კარგავს და არც ფუჭ იმედებს იტოვებს, სამაგიეროდ ნამდვილ წარმატებას მალე აღწევს, საქმეც კარგად მისდის და ეგზოტიკურ კურორტზე მეუღლესთან ერთად შვებულების გატარების უფლებასაც აძლევს თავს.

თუმცა როგორც ყველა ადამიანს, ნაკლი ხბოსაც აქვს. იგი უხეშ ქალს ვერ აიტანს. ამიტომ თუ მასთან ყოფნა გსურთ, დამთმობი და თავშეკავებული უნდა იყოთ. როცა მარტო ხართ სიამოვნებით მოისმენს თქვენს აზრს, მაგრამ საზოგადოებაში იგივეს არ გაპატიებთ.

ხბო მომთმენია, მაგრამ ცხვირში რგოლს არ გაგაყრევინებთ. მას არ უყვარს ეჭვიანი ქალები, რომლებიც ისე ებღაუჭებიან როგორც წყალწაღებული ხავსს. უფრო კეკლუცი, ქალური, მოხდენილი ქალები ზიდავს, რომლებთანაც თავს მუდამ დაძაბულად გრძნობს.

ხბოს ერთი მეტად საოცარი თვისება აქვს, როცა შეყვარებულია, სიფრთხილეს და კეთილგონიერებას კარგავს. მეგობრების და ახლობლების არავითარი რჩევა მასზე არ ჭრის.

ხბოს უყვარს ქალაქგარეთ გასეირნება, სპორტი, თევზაობა, ლაშქრობები, იტაცებს მებაღეობა, ყვავილების მოშენება.

ხბო ყველაფერში ნამდვილი მამაკაცია. უყვარს შინ მომზადებული საჭმელი და ვერ იტანს ვერანაირ კონსერვებს და ბუტერბროდებს.

კურო ყურადღებიანი, მოყვარული, მზრუნველი მამაა.

ხბო ვერ იტანს ხმაურს, უწესრიგობასა და ქაოსს. მის სახლში ყოველთვის წყნარი მუსიკა უნდა ისმოდეს და მყუდროება სუფევდეს.

0
4915
5-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
4915
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0