x
image
ინტერ-გოგონა
სიყვარულის ისტორია 2
imageბედნიერს გამეღვიძა...მოვწესრიგდი და სასტუმროს ბარში ჩავირბინე ჩემი სამეგობრო ერთად შეკრებილიყვნენ და ყავას მიირთმევდნენ...პირველი ჩემს ძმას გადავხედე როგორ ხასიათზე იყო..ყავა ავიღე და მათ შეუერთდი...

-აბა საღამოს რა გეგმები გვაქვს?

-კლუბში წავიდეთ სადმე...დიდი ხანია არ დავმთვრალვარ მიპასუხა ქეთიმ(ქეთი ჩემი ძმის შეყვარებულია)

-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთან მაინც არ ხარ


-შენ ამჩნევ ჩე არ ყოფნას?

-სად იყავი გუშინ?

-რატომ მეკითხები ხომ იცი ისედაც...

-ვინმეს ხომ არ დაუძახო რომ გაგაშველოთ სცადა ქეთიმ ჩვენი გაჩერება..

-მე არ ვაპირებ მაგასთან ჩხუბს...წავედი საღამომდე დავიძინებ...

ტელეფონზე მესიჯი მომივიდა "ყავა არ დავლიოთ?" ნიკა იყო არვიცი რატომ მაგრამ ძალიან გამიხარდა..ეს ჩემს ძმას არ გამოპარვია.

-თეკლა რახდება?

-არაფერი.ყველაფერი კარგადაა..

-ხო მართლა და სად იყავი გუშინ?

-კურსელი შემხვდა და ყავა დავლიეთ..

ჩემი ტყუილის შემრცხვა ქეთიმ გამიღიმა შეეტყო რომ ტყუილს მიმიხვდა...

ოთახში ავედი მესიჯის წერა დავიწყე მაგრამ წავშალე ისევ.არა არ მივწერ ცოტა შემეხვერწოს...ვიჯექი და სულგანაბული ველოდი მის მესიჯს და ისიც მოვიდა...

"მესიჯით დაპატიჯებას არ მითვლი? გნახავ და პირადად დაგპატიჯებ"

ნატავ ჩემს პოვნას როგორ აპირებს?

"კარგი თუ მიპოვი დავფიქრდები"

დრო ძალიან გაიწელა როგორც იქნა კლუბში წასვლის რო მოვიდა დათომ ნომერში მომაკითხა.ის იყო სასტუმროდან უნდა გავსულიყავი ტელეფონმა დარეკა ნიკა იყო..

-შენ დამპირდი ყავაზე დაგეპატიჟებიო..

-და სად ხარ რო?

-მე გხედავ თუ მოინდომებ შენც მიპოვი..

ტელეფონი გავთიშე დათო მანქანაში დამელოდე ოთახში რაღაც დამრჩა.დათო გავიდა მისაღებს თვალი მოვავლე კუთხის მაგიდასთან ნიკა იჯდა და იღიმოდა..

-გაგიჯდი?

-არა?

-როგორ მიპოვე?

-სულ იოლად.გუშინ სასტუმრომდე მოგაცილე

-აუტანელი ხარ..

-კუთვნილ ყავას ველოდები..

-წადი გთხოვ, მელოდებიან..

-სანამ არ დამთანხმდები არ წავალ..

-კარგი ჯანდაბას ოღონდ შენ წადი და ხვალ დავლიოთ ყავა...

-სხვა დრო არ იქნებაო ვინ თქვა..

-ეგ პაემანი არააა..

-რათქმაუნდა...

საღამო ძალიან კარგად გავატარეთ დათო და მისი ახალი გატაცება უკვე აღარც მადარდება...ქეთი და ჩემი ძმა თავს ბედნიერად გრძნობდნენ მხოლოდ მე და ზურა ვიყავით ცალად მაგრამ ზურა ამას სულაც არ დარდობდა მგონი ყველა ლამაზ გოგოსთან იცეკვა ვინც კი კლუბში იყო..( სულ დამავიწყდა ზურა არ გამიცვნია თქვენთვის, ზურაც ჩემი ძმის ძმაკაცია, ყველაზე სიმატიური და მხიარული ბიჭი და თან იურისტი ვისაც კი მე ვიცნობ. ქეთი, ზურა, დათო და ჩემი ძმა ერთად მუშაობენ )სასტუმროში გვიან დავბრუნდით...ფიქრებში ნიკასთან შეხვედრას ვგეგმავდი და ტკბილად ჩამეძინა..

დილით კარგახან ვიტრიალე სარკის წინ და ის იყო რომ ჩუმად უნდა გავპარულიყავი დერეფანში ქეთა შემეჩეხა ბორჯომით ხელში ..

-სად მიდიხარ?

-არსად გავისეირნებ..

-კარგი მე ცოტა უნდა დავიძინო თორემ თავი მისკდება..ისე ძალიან მოგინდომებია, ძალიან ლამაზად გამოიყურები ვინმე იფიქრებს პაემანზე მიდისო...

-სადაა პაემანი და უფლისწულები.

სასტუმროდან გავედი ქუჩის კუთხეში ნიკა მელოდა..

-დილამშვიდობის...

-რა ძალიან ლამაზი ხარ...აბა პაემანი არ არისო?

-არც არის...

ხო, რაც შეეხება პაემანს ნამდვილად არ იყო..ისეთ საკითხებზე როგორზეც ჩვენ ვსაუბრობდით პირველ პაემანზე კი არა მეათე პაემანზეც არ საუბრობენ...არანაირი მორიდება ალბათ ვინმეს ჩვენი საუბარი რომმოესმინა ვერ დაიჯერებდა რომ ეს ადამიანი მეორედ ვნახე დღეს..ნიკა აქაურია მაგრამ ოჯახით ათი წელია უკვე თბილიში ცხოვრობს.. აქ ხშირად ჩამოდიან რადგან ბებია და ბაბუა აქ ცხოვრობენ..

საათს დავხედე.

-რა დრო გასულა.უნდა წავიდე..

-ვერც გავიგე დრო ისე გავიდა..

-კარგად გავერთე შენთან არ მოიწყენს ადამიანი.სულ ასეთი მხიარული ხარ?

-შენ წარმოიდგინე არა..ძალიან მკაცრი და აუტანელი ვარ..

-ვერ დავიჯერებ..

-ვმეგობრობთ?

-მეგობრობას არ გეგმავენ თავისით მოდის..მე წავედი..

-გაგაცილებ...

იმედი მქონდა ჩემს გასვლას ვერავინ გაიგებდა მაგრამ დათო და მისი ტურფა მისაღებში დამხვდნენ

-თეკლა, გასული იყავი..

-ხო, გავისეირნე..

-შემოგვიერთდი, ყავა არ გინდა?

-არა მადლობთ დავლიე..

-მარტომ?

-ხო..

ჩემი ძმის ოთახში შევედი მინდოდა ყველაფერი მომეყოლა მაგრამ დავმუნჯდიანდა რა მქონდა მოსაყოლი ბიჭი გავიცანი და ვმეგობრობთქო?გაჩუმება ვარჩიე.თემო მიყვარხარ ლოყაზე ვაკოცე და ოთახიდან გამოვარდი..

-გაგიჯდი შენ?მომაძახა თემომ...

საღამოს არსად გავსულვართ ყველა გუშინდელ დალევას გლოვობდა სასტუმროს ბარში ვიჯექით და ყველა საცოდავი სახით ვსვავდით ჩაის..თქვენი გასაცოდავებული სახეების ყურება აღარ შემიძლია წავედი გავისეირნებ ვინ შემომიერთდებით?

ჩემდა გასაკვირად სურვილი დათომ გამოთქვა თუმცა ტურფამ მალე გადაფიქრებია რომელმაც ზუსტად ამ წამს გადაიფიქრა დაქალებთან ერთად წასვლა..

-თემო მალე მოვალ მუსიკას მოუსმენ და სუფთა ჰაერზე გავივლი..

-კარგი თეკო..

-შენ და ქეთი არ წამოხვალთ?

-არა თე, ცუდად ვარ..

გარეთ გამოვედი თუ არა ცრემლები წამსკდა...ბრაზი მახრჩობდა დათოზე ვბრაზობდი მაგრამ უფრომეტად ჩემს თავზე..მუსიკა ჩავრთე და ფიქრებში გადავეშვი..ფიქრებიდან მესიჯმა გამომიყვანა

-"თეკლა აბა როგორ ატარებ დროს?"

-"ვსეირნობ"

-"ვისთან ერთად?"

-"მარტო"

-"მარტო საშიშია, არ გინდა შემოგიერთდე?"

-"არა, მალე უნდა დავბრუნდე"

-"კარგი.მშვიდობიან საღამოს გისურბებ"

-"შენც"

ძალიან შორს გამოვსულვარ, უნდა დავბრუნდე... მოვბრუნდი კიდეც და დათოს შევეჩეხე

-აქ რა გინდა?

-დაგაგვიანდა..

-არ დავიკარგებოდი..

-მე მაინც შემეშინდა..

-სულ ტყუილად..

-თეკო არ გინდა ვსაუბროთ?

-რაზე?

-ვინ არის?ვის ხვდები?

-არ მესმის რატო უნდა გითხრა რამე?

-იმიტომ რომ...

-რატომ?არ არის სავალდებულო ყველა მეგობარმა გაიგოს ვის შევხვდები..

-არ უარყოფ...

-რაც გინდა ის იფიქრე..მე წავედი შენც მალე წამოდი თორემ რომ დაგაგვიანდება ინერვიულებენ...

ორივენი გავჩუმდით უსიტყვოდ მივედით სასტუმრომდე ბარში აღარ გავჩერებულვარ ოთახში ავედი..ვერაფერს ვიტყვი მშვენიერი საღამოა ორივე გავაბრაზე..ერთიც დუმს და მეორეც...

გაგრძელება იქნება.....




10
166
11-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
166
  
2014, 23 იანვარი, 10:41
ეგეთ სიტუაციაში ძალიან ხშირად ვარდებით გოგოები..ყველას ვაბრაზებთ და მერე მარტო ვრჩებით...
2014, 22 იანვარი, 23:29
მესამე ნაწილი დავდე უკვე ჩემო კარგოოო:D
2014, 22 იანვარი, 23:26
მეც ვკითხულობ და მომწონს იმედია დადებ და დადებ ისე რომ არშევისვენებ :D:D:D
2014, 20 იანვარი, 23:06
გავაგრძელებ
როგორც კი დროს გამოვნახავ გაგრძელება უფრო საინტერესოა
2014, 20 იანვარი, 15:12
საინტერესოა
2014, 20 იანვარი, 1:21
პირველ პირსი რომ არის მაგიტომ:)
2014, 20 იანვარი, 1:01
ისეთი შეგრძნება მაქვს რომ შენ თავზე საუბრობ:-)
2014, 19 იანვარი, 23:38
დროს როგორც კი გამოვნახავ გავაგრძელებ
2014, 19 იანვარი, 23:15
კარგია..გააგრძელე
2014, 19 იანვარი, 22:19
მალე დადე
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10