x
image
მანჩო 777
სამხედრო ტექნიკის მუზეუმი
სამხედრო ტექნიკის მეზეუმი ჰიუსტონში დაარსდა 1992 წელს. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ეპოქის საკმაოდ საინტერესო ექსპონატები. დღეისათვის მუზეუმში არის 60-მდე სავსებით აღდგენილი სამხედრო ავტომანქანა და სხვა ტექნიკა, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო პარადში.

image


მუზეუმში არის აგრეთვე სამხედრო ფორმების კოლექცია როგორც აშშ-ის, ასევე სხვა ქვეყნების არმიებისა.

1942 წლის ნიმუშის გერმანული სამხედრო ფორმა.


image


ამერიკის სამხედრო ფორმის ევოლუციის ოთახი. ევოლუცია წარმოდგენილია მარცხნიდან მარჯვნივ.

image



აშშ-ის თანამედროვე სამხედრო ფორმა.

image



ჯიპი М38А1. ეს უკვე მეორე მსოფლიო ომისშემდგომი ვერსიაა, გამოყენებული იყო 1951-1972 წლებში.

image




სამხედრო ჯიპების კიდევ 3 ვერსია. ისინი გარეგნულად განსხვავდებიან დიზაინით. ეს იმის გამო, რომ მათ სხვადასხვა მწარმოებლები ჰყავდათ, მაგრამ ყველა მათგანი М151-ის მოდიფიკაციებია.

image



სანიტარული მანქანა Kaizer Jeep M725.

image




სხვათაშორის, ურაგან "აიკის"' დროს, რომელმაც სერიოზულად დააზიანა ჰიუსტონი და მისი მიმდებარე რაიონები, ამ მანქანებიდან ბევრი გამოყენებული იქნა ადგილობრივი მცხოვრებლების დასახმარებლად. მათი საშუალებით ადამიანებს სასმელ წყალს და საჭმელს ურიგებდნენ.

Jeep М715.

image


ლეგენდარული М998А1-ეგრეთწოდებული ჰამვი. ეს მისი ყველაზე ადრეული ვერსიაა.

image



М114-ანუ, როგორც მას უწოდებდნენ, ალუმინის ქილა.ტრანსპორტიორის კორპუსი გაკეთებული იყო ალუმინის შენადნობისაგან, რაც ამფიბიას ძალიან მსუბუქს ხდიდა.

image


М113-ის რამოდენიმე სხვადასხვა მოდიფიკაცია.

image



ვერტმფრენი Bell UH-1H-აშშ-ის ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვერტმფრენი. ის იყო მთავარი მოქმედი პირი "ვერტმფრენების ომისა" ვიეტნამში.

image



М35А2- სატვირთო, რომელიც 2, 5 ტონას იწონის. მიუხედავად ხანდაზმულობისა (მას უშვებენ 1951 წლიდან), ის დღესაც გამოიყენება აშშ-ის არმიაში. გარდა სამხედროებისა, ამ სატვირთოს გამოიყენებენ სახანძრო ნაწილებში და აეროპორტებში თვითმფრინავების სათბობით შევსებისათვის.

image



ეს კი GMC 353 CCKW-ია, 1942 წელში შექმნილი სატვირთო. ის იპოვეს ჭაობში და საკმაოდ ბევრი წელი დასჭირდა მის რესტავრირებას.

image




ძველისძველი М60-მიუხედავად სიძველისა, მისგან გასროლა დღესაც შესაძლებლია.

image



თანამდეროვე ტანკი "ABRAAMSE". მისი მუხლუხების ზომას დააკვირდით!

image



მუზეუმის უკან უამრავი სამხედრო ტექნიკა დგას. მათ ნაწილს რესტავრირებას გაუკეთებენ და მალე სამუზეუმო ექსპონატი გახდება, ხოლო ზოგი მათგანი ნაწილებად გამოდგება სხვა ტექნიკის აღსადგენად.

image



ამ ცოტა ხნის წინ მუზეუმთან ახლოს მდებარე სამხედრო ბაზამ მას ორი ჩამოწერილი ტრანსპორტიორი Oshkosh HET აჩუქა. ეს ბუმბერაზები ჯერჯერობით მუზეუმის ეზოში დგანან, რადგან შიგნით შეყვანა მათი ზომების გამო ვერ მოხერხდა.

image



ამ გიგანტური ავტომატარებლის მაქსიმალური წონა 90 ტონაა, არც სათბობი სჭირდება ცოტა-დაახლოებით 110-120 ლიტრი 100 კმ-ზე.

image




მცირე ლირიკული გადახვევა: ფული მუზეუმის დასაარსებლად გამოჰყვეს ადგილობრივმა სამხედროებმა, მაგრამ მუზეუმის თანამშრომლები მხოლოდ საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობენ. ეს მოხალისეები არიან:სამხედრო პენსიონერები, მოზარდები და ახალგაზრდები, რომლებიც სიამოვნებით ეხმარებიან ყოფილ სამხედროებს ძველი ტექნიკის აღდგენაში. თუმცა სამაგიეროდ უფასოდ გაისეირნებენ ტანკით "ან ჰამერით".

image





0
143
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0