x
image
worldsport.ge
დე ბურს სტამის დაკარგვა არ უნდა

imageამსტერდამის “აიაქსის” მთავარი მწვრთნელი ფრანკ დე ბური გავრცელებულ ხმებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც იაპ სტამი კლარენს ზეედორფთან “მილანის” სამწვრთნელო შტაბში გადავა.
სტამი ამჟამად სწორედ ამსტერდამულ გუნდში, მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობს.
“ჩემამდე მოაღწია ხმებმა, რომ “მილანი” სტამითაა დაინტერესებული. ძალიან არ მინდა მისი წასვლა. მაგრამ თუ “მილანს” ძალიან უნდა და იქ გული იაპსაც გაუწევს, ასეთი შესაძლებლობა მაინც არსებობს. მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ მის დაკარგვას სეზონის მსვლელობისას. აღსანიშნავია, რომ სტამს ჩვენთან კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს” – განაცხადა დე ბურმა.
“აიაქსის” თავკაცი გამოეხმაურა თავად ზეედორფის გადაწყვეტილებასაც, რომელმაც სასწრაფოდ შეწყვიტა საფეხბურთო კარიერა იმისათვის, რომ “მილანის” მწვრთნელი გამხდარიყო:
“თუ კლარენსს მიაჩნია, რომ ამისათვის მზადაა, მაშინ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ზუსტად ვიცი, რომ ის დაუფიქრებელ ნაბიჯებს არ დგამს და ვიმედოვნებ, რომ მას ყველაფერი გამოუვა”.

ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
6
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0