x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
უნდა ვენდოთ თუ არა იმას, რასაც გვეუბნებიან
imageრა თქმა უნდა, საუბარი ყოველი ჩვენგანის ცხოვრების განუყოფელი, ყოველდღიური ნაწილია. ჩვენ გადმოგვცემენ და თავადაც გავცემთ ინფორმაციას, მაგრამ უნდა ვენდოთ თუ არა იმას, რასაც გვეუბნებიან? ლაპარაკის დროს, ალბათ, ცოტა ჩვენგანი თუ ფიქრობს ინფორმაციის სისწორე-არასწორობაზე, უფრო მეტი შანსია იმისა, რომ დავიჯეროთ ნალაპარაკევი... იყავით ფრთხილად! იყავით ფრთხილად, როცა (მნიშვნელობა არ აქვს ვინ, ოჯახის წევრი იქნება ეს თუ უახლოესი მეგობარი) გადმოგცემენ ამბავს, რომლის უშუალო თანამონაწილეც თავად არ ყოფილან, ანუ იმეორებენ სხვის ნათქვამს. შეცდომების გამორცხვა გამორიცხულია. თავადაც მიხვდებით. დაფიქრებულხართ, რამდენად განსხვავებულია საბოლოო ინფორმაცია საწყისისგან?..


საუბრის მიზანია, გადავცეთ მოსაუბრეს განსაზღვრული ინფორმაცია, image
მაგრამ ხშირად ხდება, რომ ერთი აზრის მიტანა გვინდოდა, მსმენელმა კი სრულიად სხვაგვარად გაგვიგო.

ზოგადად, საწყისსა და საბოლოო ინფორმაციას შორის განსხვავებები შეიძლება სამ ჯგუფად დავყოთ: საწყისი ინფორმაცია იკარგება, იცვლება ან მას ემატება ახალი ინფორმაცია. რატომ ხდება ასე?


საწყისი ინფორმაცია მშრალია - უბრალოდ, აღნიშნავს რაიმე მოვლენას (მაგალითად, - თბილისში გაწვიმდა). ეს ინფორმაცია იძენს გარკვეულ ელფერს, როცა ადამიანი მას საკუთარი გრძნობების სამყაროში გაატარებს და გააანალიზებს (მაგალითად, "მე მიყვარს წვიმიანი ამინდი"), შემდეგ ადამიანი გამოხატავს ამ ინფორმაციას სიტყვებით, ჟესტებით ("იცი, თბილისში ძალიან კარგი ამინდია") - შეტყობინება გაგზავნილია. მაგრამ მან ჯერ მხოლოდ გზის ნახევარი გაიარა. ახლა მსმენელი აღიქვამს ამ შეტყობინებას თვალებითა და ყურებით. თავადაც გაატარებს საკუთარი ემოციებისა და განწყობების სამყაროში ("კარგი ამინდი სხვა რა უნდა იყოს, თუ არა მზე და მსუბუქი სიო?") და საბოლოოდ მიღებული შეტყობინება ასეთია - თბილისში მზეა.


საწყისი და საბოლოო ინფორმაცია ერთმანეთს არ დაემთხვა.


აი, ხომ თავადაც ხედავთ, რომ წყაროს სანდოობა აუცილებლად უნდა შევამოწმოთ.


image


რა უნდა გააკეთოთ თავის დასაზღვევად?


თუ თქვენ ხართ მსმენელი, შეეცადეთ, საუბრის მიმდინარეობის დროს გადაამოწმოთ, სწორად გაიგეთ თუ არა ინფორმაცია. ამ ხერხს აქტიური მოსმენა ეწოდება.

აქტიური მოსმენის რამდენიმე მეთოდი არსებობს:


შეჯამება: ჩამოაყალიბეთ საუბრის მოკლე დასკვნა, ხაზი გაუსვით ყველაზე მნიშვნელოვან დეტალებს და გაუზიარეთ მოსაუბრეს (ნამდვილად ამას გულისხმობდით?)

წახალისება: შეეცადეთ, რომ მოსაუბრისაგან ამომწურავი ინფორმაცია მოიპოვოთ, წაახალისეთ იგი საუბრის პროცესში, აგრძნობინეთ, რომ უსმენთ (თავი დაუკარით, გაამხნევეთ სიტყვებით).

დაზუსტება: დასვით დამაზუსტებელი კითხვები - რატომ? როდის? როგორ?

პერიფრაზირება: საკუთარი სიტყვებით გამოხატეთ მოსაუბრის აზრი და გრძნობები. პერიფრაზირება არ არის რჩევა. ამ მეთოდის გამოყენებით ჩვენ ვაჩვენებთ მოსაუბრეს, რომ გავუგეთ და გავიზიარეთ მისი განცდები. პერიფრაზირება მსმენელს ინფორმაციის გადამოწმების საშუალებას აძლევს, ხოლო მოსაუბრეს საუბრის გაგრძელებისკენ უბიძგებს.


image


გახდით აქტიური მსმენელი! წარმატებებს გისურვებთ!

0
61
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:_K_
_K_
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0