x
image
მანჩო 777
თაფლის ტორტი ულამაზესი გაფორმებით
image
ინგრედიენტები:

თაფლი-4 სუფრის კოვზი

კვერცხი-6 ცალი

შაქარი-1 ჭიქა


ფქვილი-5 ჭიქა

სოდა-2 ჩაის კოვზი

ძმარი-2 ჩაის კოვზი


კრემისათვის:

კვერცხი-2 ცალი

შესქელებული რძე-1 ქილა

სახამებელი-4 სუფრის კოვზი

შაქარი-2 ჭიქა

რძე-1 ლიტრი

ლიქიორი-2 სუფრის კოვზი

კარაქი-400 გრამი


მომზადება:

ავთქვიფოთ კვერცხები შაქართან ერთად, დავამატოთ თაფლი და სოდა ძმრით, დავდგათ ორთქლის აბაზანაზე, როცა მასა ორჯერ გადიდდება, შევაზილოთ ფქვილი, გადმოვდგათ და ცომი გადმოვიღოთ ფქვილიან ფიცარზე. დავაცადოთ ცომს გაციება, შემდეგ გავყოთ 8 ნაწილად და თოთოეული გავაბრტყელოთ თხლად.

გამოვაცხოთ 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. ფირფიტები ძალიან სწრაფად ცხვება და ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ არ დაგვეწვას.

მოვამზადოთ კრემი:

ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, დავამატოთ 900 გრამი რძე, კარგად ავურიოთ და დავდგათ ცეცხლზე, როცა კარგად გაცხელდება, ჩავუშვათ შიგ 100 გრამ რძეში გახსნილი სახამებელი. მივიყვანოთ მორევით ადუღებამდე, გადმოვიღოთ თასზე და გავაციოთ.

ავთქვიფოთ კარგად კარაქი გათეთრებამდე, დავამატოთ გაციებული კრემი და კიდევ ავთქვიფოთ მიქსერით, დავამატოთ შესქელებული რძე და რომელიმე ლიქიორი.

კრემი წავუსვათ ფირფიტებს და დავალაგოთ ერთმანეთზე, ზემოდან და გვერდებზეც წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ ნაფხვენები, ან მოვრთოთ სურვილისამებრ. აქ ნაჩვენებია თუ როგორ შეიძლება გავალამაზოთ უბრალო ტორტი სხვადასხვა სახის ყვავილებით.

image

აი ასეთი ლამაზი იასამნის გაკეთება შეიძლება მასტიკის ან მარციპანისაგან. მისი გაკეთება თანმიმდევრობით ნაჩვენებია სურათებზე.

imageimageimageimageimage




6
218
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
218
  
2014, 15 იანვარი, 23:14
შენი ნებაა, მაგრამ საკუთარი ხელით გაკეთებული სულ სხვაა,
2014, 15 იანვარი, 23:12
არააა მირჩევნია ვიყიდო :))
2014, 15 იანვარი, 23:11
უნდა სცადო და გამოგივა:)
2014, 15 იანვარი, 23:11
არ გამომივა:(((
2014, 15 იანვარი, 23:10
რომ გააკეთო, ჯობია:)
2014, 15 იანვარი, 22:07
გამზადებულს მივირთმევდი :P
0 1 6