x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვიქტორია ბექჰემის მოკლე კაბას და ლამაზ ფეხებს Daily Mail სტატიას უძღვნის

imageდასავლურ მედიას ყურადღების მიღმა არასდროს რჩება ვარსკვლავების ჩაცმულობა, არ ერიდება არც უარყოფით და არც დადებით შეფასებებს.

თითქმის შეუძლებელია იპოვოთ სტატია, სადაც ვიქტორია ბექჰემის ჩაცმულობას მედია უარყოფითად აფასებს. მისი ჩაცმის სტილი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. ამჯერად Daily Mail-ი მისი მოკლე კაბით და ლამაზი ფეხებით დაინტერესდა.

ულამაზესი მოკლე შავი კაბით, ბრიტანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრის მეუღლე, უახლოესი მეგობრის, ევა ლონგორიას დაბადების დღეზე იმყოფებოდა. გამოცემის თქმით, 37 წლის ვიქტორია შეუდარებლად გამოიყურებოდა, განსაკუთრებით შთამბეჭდავი კი მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე შემდგარი ვარსკვლავის მშვენიერი ფიგურა იყო.

შესანიშნავად გამოიყურებოდა თავად იუბილარიც, მასაც მეგობრის მსგავსად შავი მოკლე კაბა ეცვა და წვეულებიდან გამოსული ძალიან კარგ ხასიათზე ჩანდა.

0
1132
1-ს მოსწონს
ავტორი:ლექსო
ლექსო
1132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0