x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134392
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508465
შესაფერისი პროფესიები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

მოგეხსენებათ ბევრს განსაზღვრავს ის თუ ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქვეშაა დაბადებული ესა თუ ის ადამიანი. კონკრეტულად კი დიდ გავლენას ახდენს მის პიროვნულ თვისებებზე, ხასიათსა და განწყობაზე. უამრავ დეტალთან ერთად დადგენილია სასურველ პროფესიათა/პროფესიულ სფეროთა ჩამონათვალი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, რომელიც შეესაბამება მათ თვისებებსა თუ მოწოდებებს:


1. ვერძი

image






















სამხედრო ფორმირებები, სპეც. დანიშნულების ჯგუფები, პოლიცია, დაცვის სამსახური, ქირურგია, სპორტი, მძღოლის ან კასკადიორის პროფესია და ყველა სფერო, რომელიც ლიდერობას, უშიშარ ხასიათსა და სწრაფ რეაქციას მოითხოვს.



2. კურო

image

საპარფიუმერო ბიზნესი, სილამაზის სალონი, ძვირფასეულობის მაღაზია, მებაღეობა, ხელოვნების სფერო, საბანკო–ეკონომიკური სისტემა, ვაჭრობა. წარმატებას მოუტანს უძრავ ქონებასთან (მაკლერი), მშენებლობასთან (არქიტექტორი, ინჟინერი), ბუნებასთან (ფლორისტი, აგრონომი, ბიოლოგი, ზოოტექნიკოსი, ლანდშაფტის დიზაინერი) დაკავშირებული პროფესიები.


3. ტყუპები

image

იზიდავს ტელე–რადიო ჟურნალისტიკა, სარეკლამო და სავაჭრო სფეროები. მოწოდებულია იყოს წარმატებული სარეკლამო აგენტი, მწერალი, ლიტერატორი, თარჯიმანი, ფსიქოლოგი, მასწავლებელი/ლექტორი, დილერი, დისტრიბუტორი, შუამავალი, ადვოკატი, ბანკირი, დიპლომატი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი. ასევე მისგან დადგება საუკეთესო მოცეკვავე, ილუზიონისტი, ლინგვისტი, კრიტიკოსი.


4. კირჩხიბი

image

ვაჭრობა, ბიზნესი, ეკონომიკა, მედიცინა (პედიატრია), ოკულტიზმი, მომსახურების სფერო, კვების პროდუქტებითა და საოჯახო საქონლით ვაჭრობა. წარმატებულია პროფესიები, რომლებიც წყალთან და მიწათმოქმედებასთანაა დაკავშირებული. აქვს მიდრეკილება ხელოვნების მიმართ (მსახიობი, მხატვარი, კომპოზიტორი). მისგან დადგება კარგი ისტორიკოსი, მუზეუმის თანამშრომელი. ასევე წარმატებული იქნება სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესის სფეროში მუშაობა.


5. ლომი

image

ხელოვნების სფერო, გასართობი შოუ–ინდუსტრია, თეატრი, სამსახიობო და დიპლომატიური კარიერა, კაზინო და სათამაშო ბიზნესი. შეუძლია იყოს წარმატებული რეჟისორი, პროდიუსერი, , გაერთიანების/ორგანიზაციის ხელმძღვანელი, პედაგოგი, ადმინისტრატორი, საელჩოს თანამშრომელი, ოქრომჭედელი, ძვირფასეულობის ექსპერტი, დიზაინერი, ძვირფასეულობის მაღაზიის მეპატრონე (კონსულტანტი, მენეჯერი). შეეფერება სფერო, რომელშიც ლიდერული თვისებების გამომჟღავნების, ყურადღების ცენტრში ყოფნის საშუალება მიეცემა.


6. ქალწული

image

მედიცინისა და მომსახურების სფეროს პროფესიები – ექიმი, მედდა, ფარმაცევტი, ლაბორანტი, ოფიციანტი, ბორტგამცილებელი, სოციალური მუშაკი. მოსწონს ისეთი პროფესიები, რომლებიც შეეხება ჰიგიენას, გარეგნობასა და თავის მოვლის პროცედურებს – დიეტოლოგი, კოსმეტოლოგი, სტილისტი. აგრეთვე შეეფერება საქმიანობა, რომელიც ზუსტ გათვლას მოითხოვს – ციფრული ტექნოლოგიების სპეციალისტი, სტატისტიკა, ბუღალტერია.


7. სასწორი

image

საპარფიუმერო ბიზნესი, მოდისა და დიზაინის ინდუსტრია, სილამაზის სალონი, საბანკო ეკონომიკური სისტემა, ვაჭრობა (ძვირფასეულობის მაღაზია). სასწორებისგან გამოდიან კარგი მოსამართლეები, ადვოკატები, კონსულტანტები, ფსიქოლოგები, პედაგოგები, სტილისტები. თუმცა მათ ყველაზე მეტად ხელოვნება იზიდავთ – ხელოვნებათმცოდნე, დეკორატორი, მხატვარი, კომპოზიტორი, მსახიობი.


8. მორიელი

image

ყველაზე მეტად შეეფერებათ პროფესიები, რომლებიც საიდუმლოს ამოხსნასთან არიან დაკავშირებული – ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, მეცნიერი, გრაფოლოგი, ასტროლოგი, გენეტიკოსი, კრიმინალისტი, სასამართლო–სამედიცინო ექსპერტი. წარმატებულია გინეკოლოგიაში.


9. მშვილდოსანი

image

პედაგოგიკა, ფილოსოფია, თეოლოგია, იურისპრუდენცია, უცხო ენები, პოლიტიკა, რელიგია. მოსწონს პროფესიები, რომლებიც უცხოეთსა და მოგზაურობასთან არიან კავშირში – თარჯიმანი, ლინგვისტი, ტურიზმის მენეჯერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი. მათთვის წარმატებულია იდეოლოგიური და ზოგადსაგანმანათლებლო სფეროები.


10. თხის რქა

image

თავის შესაძლებლობებს სრულად ავლენს ზუსტ მეცნიერებებში, როგორიცაა მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. მისთვის წარმატებულია შემდეგი პროფესიული სფეროები – პოლიტიკა, მეცნიერება, პოლიტეკონომია, საბანკო–ეკონომიკური სისტემა, ვაჭრობისა და ბიზნესის სფერო. შეუძლია იყოს საუკეთესო სახელმწიფო მართვის ხელმძღვანელი, მშენებელი, არქიტექტორი, ინჟინერ–ტექნოლოგი, ლანდშაფტის დიზაინერი.


11. მერწყული

image

საუკეთესოა ტექნიკურ პროგრესთან, ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პროფესიები – პროგრამირება, ვებ–დიზაინი. იზიდავს ასტროლოგია, ოკულტიზმი, ავიაცია, მეცნიერება, კინორეჟისურა. მისგან დადგება კარგი სცენარისტი, ანალიტიკოსი, მეტეოროლოგი, ფსიქოლოგი, ტელეჟურნალისტი. კარგად ერგება ყველა სფეროს, რომელიც არაორდინალურ აზროვნებასა და რეფორმატორულობას მოითხოვს.


12. თევზები

image

ყველაზე დიდ წარმატებას აღწევენ პროფესიებში, რომლებიც თავდადებასა და დიდ ძალისხმევას მოითხოვს – ექიმი, მედდა, სანიტარი, აღმზრდელი, სადაზღვეო აგენტი. ასევე წარმატებას მოუტანს ზღვასთან დაკავშირებული საქმიანობა – ოკეანოლოგი, დელფინოლოგი, მეზღვაური. იზიდავს პროფესიული სფეროები, როგორიცაა ხელოვნება, ლიტერატურა, დიზაინი, მოდელირება, ფსიქოლოგია, საქველმოქმედო სფერო, რელიგია, ოკულტიზმი.

7
13296
14-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:M.Blackmore
M.Blackmore
13296
  
2014, 8 თებერვალი, 10:16
ფსიქოლოგია შეიძლება, მერწყული ვარ და სულ მეუბნებიან კარგი ფსიქოლოგი ხარ ეკონომიურზე რა გინდოდაო :D :D
2014, 28 იანვარი, 9:17
არის რაღაც ჭეშმარიტებაც :)
2014, 28 იანვარი, 2:42
კი განსხვავებული:P
2014, 28 იანვარი, 2:32
შენ ეტყობა უნიკალური თხის რქა ხარ, ჩემი უნიკალური ტყუპობისა არ იყოს :) თუ დააკვირდები ბევრი თხის რქა მართლაც მაგ სფეროშია :))
2014, 28 იანვარი, 2:30
თხის რქა..
2014, 28 იანვარი, 2:29
რომელი ნიშანი ხარ? ცდებიან ვარსკვლავებიც რას ვიზამთ :))))
2014, 28 იანვარი, 2:04
რასაც ვერ ვიტანდი ის წერია :D
0 1 7