x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
flydubai უკვე facebook-ზეა

ავიაკომპანია flydubai-ს ოფიციალური გვერდი უკვე სოციალურ მედიაშია განთავსებული


დღეს ავიაკომპანია flydubai-მ მისი ოფიციალური ფეისბუქ (facebook) გვერდის გაშვების თაობაზე გააკეთა განცხადება. საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ გვერდის ოფიციალურ გაშვებამდე flydubai-ს ფან-გვერდს ათასობით (27 000) მომხმარებელი ჰყავდა მსოფლიო მაშტაბით.


image


ოფიციალური გვერდის ძირითადი სამოხმარებლო ენა ინგლისურია. თუმცა ყველაზე საინტერესო მოვლენები სხვა ენებზეც გავრცელდება. მასზე განთავსდება სხვადასხვა პრომო აქცია, საინტერესო ისტორიები, ფასდაკლებები და უამრავი კონკურსი. გვერდის მოძებნა ინტერნეტ სივრცეში შემდეგ მისამართზეა შესაძლებელი: www.facebook.com/flydubai
„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ჩვენი გვერდის ნახვა უკვე facebook-შიცაა შესაძლებელი. იგი flydubai-სთვის სოციალური მედიის ძირითადი არხი იქნება, რომელიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო განვითარდება" - განაცხადა flydubai-ს ხელმძღვანელმა გაიტ ალ გაიტმა (Ghaith Al Ghaith). „ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ მომხმარებლის დამოკიდებულებასა და აზრს. ამის მტკიცებულებაა ჩვენი უკანასკნელი სერვისი, რომელიც ბიზნეს-კლასს გულისხმობს, რაც სწორედ მგზავრთა სურვილებზე დაყრდნობით დავამატეთ. მომხმარებლისთვის ისეთი პლატფორმის შეთავაზება, როგორც ფეისბუქია (Facebook), ავიაკომპანიას საშუალებას აძლევს სწრაფად და ოპერატიულად მოახდინოს რეაგირება მათ ნებისმიერ მოთხოვნაზე და შესაბამისად დააკმაყოფილოს მათი სურვილები კიდევ უფრო მაღალ დონეზე".
ავიაკომპანია ასევე YouTube-ზეცაა წარმოდგენილი და მის ვიდეო-მასალებს იქ ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა აქვს. გასული წლიდან ავიაკომპანია LinkedIn-საც შეუერთდა (13 000 კონტაქტი), ხოლო სულ ახლახანს კომპანიამ საკუთარი პროფილი Instagram-ზეც გაუშვა.


0
6
შეფასება არ არის
ავტორი:მაია ჩიტაშვილი
მაია ჩიტაშვილი
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0